|
ინსტრუმენტებისხვა ენებზე
|
ძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტე - ( ეგვიპტურად: ძველი ეგვიპტის ისტორია იყოფა დინასტიამდელ (დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელი) და მომდევნო პერიოდებად (სულ იყო 30 დინასტია[1] ). ეს პერიოდები გრძელდება ძვ. წ. III - ძვ. წ. I ათასწლეულებში. პერიოდები თავისთავად ამგვარად იყოფა: ადრეული სამეფო (I - II დინასტია); ძველი სამეფო (III - VI); პირველი გარდამავალი პერიოდი (VII-X); შუა სამეფო (XI-XI); მეორე გარდამავალი პერიოდი (XIII-XVII); ახალი სამეფო (XVIII-XX); გვიანი პერიოდი (XXI-XXVI); ასურელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 664-656); სპარსელთა მმართველობა (XXVII, ჩვ. წ.-მდე 525-ჩვ. წ.-მდე 404); სპარსელთა მეორე მმართველობა (XXVIII-XXX, ჩვ. წ.-მდე 343-ჩვ. წ.-მდე 332); მაკედონელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 332-ჩვ. წ.-მდე 305); პტოლემეების მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 305-ჩვ. წ.-მდე 30).
[რედაქტირება] სახელწოდებაძველი ეგვიპტის დედაქალაქი იყო მემფისი. ეს სახელი ქალაქს ბერძნებმა უწოდეს, თავად ეგვიპტელები კი მას ჰიკუპტას უწოდებდნენ (ჰეტ-კა-პტაჰ; ქართულად ნიშნავს კა-პტას სახლს). ბერძნებმა მოგვიანებით ჰიკუპტა, ან ჰიკვიპტა მთელ ქვეყანას უწოდეს. თავად ეგვიპტელები კი თავიანთ ქვეყანას შავ ქვეყანას, ანუ კემეს ეძახდნენ [რედაქტირება] გეოგრაფიული მდებარეობაძველი ეგვიპტე აფრიკის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, თანამეროვე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჩრდილოეთიდან ესაზაღვრებოდა ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით - ლიბიის უდაბნო, აღმოსავლეთით წითელი ზღვა, სამხრეთიდან ნილოსის ჭორომები. ნილოსი ეგვიპტის ერთადერთი მდინარეა. იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიედინება და ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. შესართავთან იგი შვიდ ტოტად იყოფა. ნილოსის შესართავი ბერძნებმა თავიანთ ასოს, დელტას მიამსგავსეს და მას ნილოსის დელტა უწოდეს. ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ძველი ეგვიპტელები ზემო ეგვიპტეს უწოდებდნენ, ჩრდილოეთ ნაწილს - ქვემო ეგვიპტეს. ქვემო ეგვიპტე უფრო ნაყოფიერი მხარე იყო და აქ წვიმებიც უფრო მეტი მოდიოდა. 19 ივლისიდან ნილოსი დიდდებოდა და ანაყოფიერებდა მის ნაპირზე არსებულ მიწებს. შემოდგომაზე კი ისევ თავის კალაპოტს უბრუნდებოდა. [რედაქტირება] ეგვიპტის მოსახლეობა და თანადებობები[რედაქტირება] ფარაონებიფარაონები უდიდეს როლს ასრულებდნენ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. ისინი ერთდროულად ქვეყნის მმართველებიც იყვნენ და უმაღლესი ქურუმებიც. ფარაონი იყო განკაცებული ღმერთი დედამიწაზე და ღმერთი სიკვდილის შემდეგ. იგი ღვთის შვილად მიიჩნეოდა და მის სამეფო ტიტულს ”რას შვილიც” ემატებოდა. თვით ტერმინი ”ფარაონი” ორი სიტყვის შერწყმაა: ”პერ-აა”, რაც ”დიდ სისხლს” ნიშნავდა. ფარაონს ქარაგმულად იხსენიებდნენ, რათა მისი სახელი ტაბუდადებული ყოფილიყო. ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა. გადმოცემის თანახმად, პირველი ფარაონი თვით ღმერთი ”რა” იყო. შემდეგ მოდიოდნენ სხვა ღმერთები. მოგვიანებით ტახტზე ოსირისისა და ისიდის ვაჟი ”ხორი” ასულა. ხორი ეგვიპტის ყოველი დინასტიის ფარაონის პირველსახე და პორტრეტია. თითოეული ფარაონი რასა და ხორის შთამომავლად ითვლებოდა და მისი ე.წ ტიტულატურა ხუთი სახელისგან შედგებოდა: ხორის, ოქროს ხორის, ორი ქალღმერთისა (ზემო და ქვემო ეგვიპტის მეუფე+სახელი) და რას ვაჟის სახელებისგან. ფარაონი სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებოდა. ”პერ-აა”-ს თავიდან ფარაონის სახლს ეძახდნენ, დაახლოებით შუა სამეფოს დასასრულიდან კი თავად ფარაონსაც ასე მოიხსენიებდნენ. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ფარაონები დედოფლისა და რას ჰიეროგამიური [2] კავშირის შედეგად ჩნდებოდნენ. ფარაონს მრავალი ცოლი ჰყავდა, მაგრად მთავარი ერთი იყო და ქვეყნის დედოფლის ტიტულსაც ის ატარებდა. მხოლოდ ფარაონისა და დედოფლის საკრალური კავშირის შედეგად დაბადებული ბავშვი შეიძლება გამხდარიყო ეგვიპტის ფარაონი. ეგვიპტეს ფარაონი ქალებიც მართავდნენ (ნიტოკრისი - VI დინასტია; ნეფრუსებეკი - XII დინასტია, ძვ. წ. 1789 - ძვ. წ. 1785; ხატშეპსუტი - XVIII დინასტია, ძვ. წ. 1490 - ძვ. წ. 1468). ყველა ეგვიპტურ ტაძარში ქებას უძღვნიდნენ ფარაონს, როგორც ღმერთს. თვით ფარაონიც ღმერთს უგალობდა. იგი ღმერთკაცად ითვლებოდა და სჯეროდათ, რომ ფარაონსა და ღმერთს შორის ურღვევი კავშირი არსებობდა. [რედაქტირება] ქურუმებიადამიანებს, რომლებიც საკულტო-სარიტუალო საქმიანობას და ტაძრების მომსახურებას ეწეოდნენ, ქურუმები ერქვათ. ქურუმები შეადგენდნენ ეგვიპტის საზოგადოების ყველაზე გავლენიან სოციალურ ფენას. ზოგჯერ ისინი დინასტიებსაც აფუძნებდნენ. მოგვიანებით ქურუმობას მემკვიდრეობითი ხასიათი მიიღო. ქურუმების იერარქია განსაკუთრებული ორგანიზებულობით გამოირჩეოდა. ყოველ ღვთაებას ჰყავდა თავისი კლირი (ორგანიზაცია), რომლის სათავეშიც უმაღლესი ქურუმი იდგა. მას ფარაონი ნიშნავდა. რაც უფრო მაღალი იყო ამა თუ იმ ღმერთის ადგილი პანთეონურ იერარქიაში, მით უფრო ძლიერი იყო კლირი. ყველაზე ძლიერი კლირის უმაღლესი ქურიმი ზოგჯერ ყველა კლირისა და ქურუმის უზენაეს ხელმძღვანელად ითვლებოდა. ახალი სამეფოს ხანიდან ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია ამონ-რას კლირი იყო. ქურუმები უმაღლეს ქურუმს ემორჩილებოდნენ. ქურუმთა ორგანიზავიაც რანგებათ იყოფოდა. უმაღლეს ფენებში შედიოდნენ ე.წ. ჰემ-ნეჩერები - ღვთის მონები. ისინი კულტის მთავარი წარმმართველები იყვნენ. შემდეგ მოდიოდნენ ხერიხებები - წმინდა ტექსტების მცოდნენი და მკითხველნი (”ხერი-ხებ”-ი ქურუმთა ამ რანგის სახელია). დაბალი ფენის სასულიერო პირთა დიდი უმრავლესობა ტაძარში სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა. მათ უაბებს - ”სუფთებს” უწოდებდნენ. განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ტაძარში მწერლებს - სეხ-პერ-ანხებს. ეს ყველაზე პატივსაცემი და პრესტიჟული თანამდებობა იყო. ქურუმები ვალდებულნი იყვნენ, თეთრი სელის სამოსი ცმოდათ. შალეულის ტარება აკრძალული ჰქონდათ. ზოგიერთი პანტერის ტყავითაც იმოსებოდა. ეცვათ თეთრი სანდლები. ხშირად განიბანებოდნენ და მთელ სხეულსა და თავზე თმას იპარსავდნენ. კლირში ერთიანდებოდნენ მომღერლებიც და მუსიკოსებიც. ძველი ეგვიპტის ქურუმობა უნიკალური მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. ხალხს სწამდა, რომ ქურუმები სამყაროს შესახებ ფუნდამენტურ ცოდნას ფლობდნენ, რომელსაც ადამიანებისთვის მარადიული სიცოცხლე უნდა მოეტანა. ძველ ეგვიპტელთა აზრით, მთელი ეს ცოდნა ჯერ კიდევ შორეული წარსულიდან იყო დაუნჯებული ”მიცვალებულთა წიგნში”, რომელიც ყოველი ეგვიპტელის წმინდა წიგნათ ითვლებოდა. ახალი სამეფოს ეპიქიდან დაიწყო განხეთქილება ფარაონებს და ქურუმებს შორის. [რედაქტირება] მოხელეები და ნომარქებიფარაონი ეგვიპტეს მართავდა თავისი ოჯახის წევრების დახმარებით. დიდგვაროვნებიდან ერთ-ერთს ფარაონი ვეზირის თანამდებობაზე ნიშნავდა. ვეზირები სიდიდით მეორე ადგილზე იდგნენ. მათ ემორჩილებოდნენ მეურნეობის სხვადასხვა დარგის მმართველები - მოხელეები. ვეზირს შეეძლო მოხელე გაეთავისუფლებინა ან მის მაგივრად სხვა დაენიშნა. ნომარქი იყო ერთ-ერთი თანამდებობა. ნომარქს ფარაონი ნიშნავდა. მას ევალებოდა მის ტერიტორიაზე მდებარე სარწყავი სისტემის წესრიგში მოყვანა, მოსახლეობის აღრიცხვა და გადასახადების აკრეფვა. მოხელეებსა და ნომარქებს თავდაპირველად სახელმწიფო აფინანსებდა, მაგრამ მათი რაოდენობის გაზრდის შემდეგ ეს გაჭირდა. ფარაონი მათ უყოფდა მიწებს, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ მანამ, სანამ თანამდებობები ეკავათ, გათავისუფების შემთხვევაში ამ მიწას კარგავდნენ. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაწ მიწები მემკვიდრეობით გადადიოდა. [რედაქტირება] მეთემეები და მონებიეგვიპტის მოსახლეობის ძირითად ნაწილს მიწათმოქმედები ანუ მეთემეები შეადგენდნენ.ისინი ამუშავებდნენ ფარაონის, ნომარქის, ტაძრებისა და მოხელეთა კუთვნილ მიწებს, იშვიათად საკუთარსაც. ზოგჯერ მათ სახელმწიფო სამუშაოებზეც ანაწილებდნენ. ფარაონები ხშირად აწყობდნენ ლაშქრობებს მეზობელ კუთხეებში. ამ დროს იგი თითოეული თემიდან მეომრებს ითხოვდა. ამ ლაშქრობების სიხშირის გამო ეგვიპტეში გაჩდნენ სამხედრო მონები, რომლებიც უუფლებონი იყვნენ. მათ სახელმწიფო ინახავდა და მძიმე სამუშაოზე აგზავნიდა. [რედაქტირება] ისტორიაძვ.წ. მეოთხე ათასწლეულის ბოლოს წარმოიშვა ეგვიპტის ორი სახელმწიფო: სამხრეთი და ჩრდილოეთი ეგვიპტე. სწორედ ამ დროს გაჩნდნენ ახალი მმართველები - ფარაონები. ფარაონები ძალაუფლებას მემკვიდრეობით გადასცემდნენ. მათი სამეფო ხელისუფლების სიმბოლო იყო ქუდგვირგვინი. ჩრდილოეთ ეგვიპტის ფარაონებს წითელი ქუდგვირგვინი ჰქონდათ, სამხრეთ ეგვიტის - თეთრი. ძვ.წ. 3100 წელს სამხრეთ ეგვიპტის ფარაონმა მენესმა ეგვიპტე გააერთიანა და ფარაონები უკვე ორი სამეფოს მეფედ მიიჩნეოდნენ. მენესი იყო გაერთიანებული ეგვიპტის პირველი მეფე და მისი დედაქალაქის - მამფისის აღმშენებელი. ძვ.წ. პირველ ათასწლეულში ეგვიპტელებმა შექმნეს ძლიერი მუდმივი ჯარი, რომელმაც სამრეთით ნილოსის მესამე ჭორომამდე მიაღწია, ჩრდილო აღმოსავლეთით კი - მდინარე ევფრატამდე. ამ ტერიტორიის მოსახლეობაც ფარაონის მოხელეებს ემორჩილებოდა და ყოველწლიურ ხარკს იხდიდა. ეგვიპტე განსაკუთრებით გაძლიერდა ქრ. შ-მდე XV საუკუნეში, ფარაონ თუტმოს III-ის დროს. თუტმოსი სამხედრო ნიჭით გამოირჩეოდა და იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ ბრწყინვალე სარდლად მიიჩნეოდა. [რედაქტირება] ეგვიპტის დასუსტებაძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში გარეგნულად ჯერ კიდევ ძლიერ ეგვიპტეში თავი იჩინა შინაგანმა წინააღმდეგობებმა. ფარაონის ოჯახი და დიდგვაროვნები ერთმანეთს პირველობას ეცილებოდნენ. ნომარქებს შორის ბრძოლა კვლავ განახლდა, მოიშალა საგადასახადო სისტემა. ქვეყანა ორ ნაწილად - ჩრდილოეთ და სამხრეთ ეგვიპტედ გაიყო, რასაც შინაომები მოჰყვა. შექმნილი ვითარებით ისარგებლეს მეზობლებმა და ეგვიპტეზე რამდენჯერმე გაილაშქრეს. ძვ.წ. 525 წელს კი ეგვიპტემ, როგორც დამოუკუდებელმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. [რედაქტირება] დამწერლობაეგვიპტური დამწერლობა 3 ათასი წლის განმავლობაში იქმნებოდა. ყველა წერილობითი ძეგლი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, იეროგლიფური დამწერლობის ნიმუშია. იეროგლიფი ბერძნული სიტყვაა: hietes - საღვთო, lyphe - ამოკვეთა, ამოჭრა. იეროგლიფური დამწერლობა უძველესი ხატოვანი ნიშნების დამწერლობაა. პირველი იეროგლიფები ჩნდება ჩნდება ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლო ხანებიდან. ზოგიერთი იეროგლიფი მთელ სიტყვას გამოხატავს, ზოგიც მის ნაწილს (ძირს) და, ამასთან, ცალკეულ თანხმოვნებსაც (ეგვიპტურში 30-მდე თანხმოვანია)
იეროგლიფურ დამწერლობაში დამხმარე ნიშნებსაც იყენებენ. ამ ნიშნებს დეტერმინატივებს უწოდებენ. დეტერმინატივი წაკითხვისას არ გამოითქმის, იგი მხოლოდ სიტყვის მნიშვნელობას აზუსტებს. ფუნჯით წერა პაპირუსზე, ან იშვიათად, ტყავზე სისწრაფეს მოითხოვდა, იეროგლიფების გამოყვანას კი დიდი დრო სჭირდებოდა. პირველი დინასტიის ხანაში (დაახლ. ძვ. წ. XXX საუკუნე) იეროგლიფიკის პარალელურად განვითარდა იერატიკული დამწერლობა, იეროგლიფურის კურსივული ფორმა. პირველ ხანებში იგი იხმარებოდა როგორც საღვთო შინაარსის ტექსტების, ისე საქმიანი ქაღალდების შესადგენად. ძვ. წ. VII საუკუნიდან, დემოტიკური დამწერლობის (იერატიკული დამწერლობის გაკრული ხელი) შემუშავების შემდეგ, იერატიკული დამწერლობა მხოლოდ რელიგიური ტექსტების შესადგენად გამოიყენებოდა. ძვ. წ. XII საუკუნიდან ეს დამწერლობა ისე დაშორდა პროტოტიპს - იეროგლიფურს, რომ ძნელად გასარჩევი გახდა. თავდაპირველად წერდნენ ვერტიკალურად, შემდეგ ჰორიზონტალურად - მარჯვნიდან მარცხნივ. იარსება დაახლოებით 3 ათას წელიწადს (III საუკუნემდე) წიგნები და საქმიანი ქაღალდები ეგვიპტეში განსაკუთრებულ, ჭილის ”ქაღალდზე” იწერებოდა. იგი პაპირუსისგან მზადდებოდა და ჩვეულებრივ ქაღალდზე გამძლე და მოქნილი იყო. ეს ”ქაღალდი” ძვირი ჯდებოდა და ამიტომ უბრალო, ყოფილი ჩანაწერებისა და სასკოლო სავარჯიშოებისათვის ე.წ ”ოსტრაკონს” - ბრტყელ ქვას ან თიხის ფირფიტას იყენებდნენ. კალმად ლერწმის ღეროს ხმარობდნენ, მელანს კი ჭვარტლისგან ამზადებდნენ. 1798 წელს ნაპოლეონის ექსპედიციის წევრმა მეცნიერებმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს როზეტის ქვა, რომელზეც ერთი და იგივე ტექსტი ორ ენაზე ეწერა: ბერძნულსა და ეგვიპტურზე. 26 წლის შემდეგ (1824 წ.) ამ წექსტის საფუძველზე ფრანგმა მეცნიერმა შამპოლიონმა გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები. [რედაქტირება] მითოლოგიაძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ძვ. წ. VI -IV ათასწლეულებში, კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე დიდი ხნით ადრე. ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები: ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ”პირამიდების ტექსტები”, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის. ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ძვ. წ. XXVI - XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში; ”სარკოფაგების ტექსეტი”, რომლებიც შუა სამეფოს ხანის (ძვ. წ. XXI - XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული; ”მიცვალებულთა წიგნი” - შედგენილი ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ძვ. წ. XVI საუკუნის შუახანები) ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე. ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: ”წიგნი ძროხისა”, ”წიგნი სიფხიზლის ჟამისა”, ”წიგნები საიქიო სამყაროზე”, ”წიგნი სუნთქვისა”, ”ამდუატი” და სხვ. მნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ. ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ”ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს (ძვ. წ. 485 - ძვ. წ. 424 წწ., ეგვიპტეში მოგზაურობდა ძვ. წ. V ს-ში) ნაშრომი ”ისტორია”; ძველი ბერძენი პროზაიკოსის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოს-ეთიკოსის პლუტარქეს (ძვ. წ. I - [[ძვ. წ. II სს.) ნაშრომი ”ისიდისა და ოსირისზე” და სხვ. მითების ცნობით, ნილოსის მიწა-წყლის მართვა პტახმა დაიწყო მენესის ეპოქამდე 17 900 წლით ადრე, ე.ი. 23 000 წლის წინ. 9000 წლის შემდეგ პტახმა თავის მმართველობა თავის ძერას გადასხვა. რა მხოლოდ 1000 წელიწადის მართავდა ეგვიპტეს. სწორედ ეს წლები ემთხვევა წარღვნის სავარაუდო დროს. [რედაქტირება] ღმერთებიძველ ეგვიპტეში ბევრი რელიგიური ცენტრი იყო და მათგან თითოეულს თავისი კოსმოგონიური სისტემა ჰქონდა. შესაბამისად, არსებობდა სამყაროს შექმნის მრავალი ვერსია. რას კულტის აღზევების შემდეგ (V დინასტიის ეპოქა) ქვეყანაში გაბატონდა ჰელიოპოლისური (მზის ქალაქი, ეგვიპტური იუნუ) კოსმოგონია, რომლის თანახმადაც ყოველი ღვთაებრივსა და ცოცხლის (ყოფიერის) პირველსაწყისი და წარმომქმნელია ღმერთი ატუმი. ლეგენდის მიხედვით, იგი მოვლენილია ქაოსიდან - ნუნიდან. პირველად მან ღმერთ შუს და ქალღმერთ ტეფნუტის ღვთაებრივი წყვილი შექმნა. შუ იყო დედამიწასა და ცას შუა მოქცეული, ცისა და დედამიწის გამყოფი სივრცის განსახიერება, ტეფნუტი კი - მისი მდედრული დანამატი. ამ წყვილმა შვა ღმერთი გები და ქალღმერთი ნუტი. გები დედამიწის ღმერთი, არსებითად, თავად დედამიწაა, ნუტი - ცის ქალღმერთი, ანუ თავად ცა. დროთა განმავლობაში ოსირისი იქცა კვდომადი და მარად განახლებადი ბუნების სიმბოლოდ. იგი მცენარეულთა ღვთაებაც არის, მიცვალებულთა სამეფოს (საიქიო სამყაროს) მბრძანებელიც. ოსირისი თოტთან ერთად იდგა და გარდაცვლილთა გულებს წონიდა. როგორც კეთილი ღვთაება, ოსირისი მიცვალებულთა მხარესაა და იცავს მათს ინტერესებს. ისიდა, დიდი ქალღმერთი, დედობისა და ცოლქმრული ერთგულების სიმბოლოა. ოსირისი და ისიდა ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთები არიან ეგვიპტურ ღვთაებათა პანთეონში. ლეგენდის მიხედვით, ოსირისი ღმერთების პირმშოა. მის შემდეგ გაჩნდნენ ხორი უფროსი, სეხტი, ისიდა და ნეფტიდა. სეხტი ბოროტებაა; როცა ნილოსის ნაყოფიერ და აბიბინებულ მიწებს ცხელი, მშრალი და ქვიშიანი ქარი გადაუქროლებს, ეს სეხტის ბოროტება და ბოღმაა. ძველი ეგვიპტის რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მზის ღმერთს რას. იგი სინათლის ღმერთიცაა. - ყოველდღე თავისი ნავით ცაზე ადის და მთელ დედამიწას ასხივებს. საღამოს რა ქვესკნელში ეშვება, მთელი ღამე იქ წყვდიადის ბოროტ ძალებს ებრძვის და, გამარჯვებული, კვლავ მზედ უბრუნდება ქვეყნიერებას. მისი უცვლელი და უწყვეტი აღორძინების ნიშანია ანხ-ი - ჯვარი, რომელსაც წრის გამოსახულება აზის (შუა საუკუნეთა ალქიმიაში ანხ-ი უკვდავების სიმბოლო იყო). ეგვიპტელთა რწმენით არსებობდა სააქაო და საიქიო ცხოვრება. სააქაო ადამიანთა დროებით, საიქიო კი მუდმივ სამყოფლად წარმოედგინათ. საიქიოს ეგვიპტელები დასავლეთის ქვეყანას ეძახდნენ. დასავლეთის ქვეყნის ღვთაება იყო ოსირისი. ოსირისის მეუღლე კი ისიდა - ნაყოფიერებისა და დედობრივი სიყვარულის ქალღმერთი. ეგვიპტელები უზენაეს ღვთაებად მზის ღმერთებს - რას, ამონსა და ატონს აღიარებდნენ. მათ სწამდათ რომ რა ლოტოსისგან წარმოიშვა. რას ბაგეთაგან ღმერთები გაჩნდნენ, თვალებისგან - ადამიანები. [რედაქტირება] უმთავრესი ღმერთებიპტახი ერთერთი უმთავრესი ღმერთია და იწოდება ჭეშმარიტების მეუფედ, სამართლიანობის ღვთაებად. ამბობენ, რომ პტახი ერთდროულად იყო მზეც (რა) და მთვარეც (თოტი). ითვლებოდა ხელოვნების მფარველად. იგი ენეადების (9 ღმერთის) თავში დგას. მისი ენით (სიტყვით) და გულით შეიქმნა ყველა და ყველაფერი- ღმერთებიც და დანაღცენი სხვა არსებებიც. იგია მთელი სამყაროს შემოქმედი. ხორი (ოსირისის ვაჟი) ძველ ეგვიპტელთა ასევე ერთი მთავარი ღმერთია. მისი გამოხატულებაა ღვთაებრივი არწივი. იბრძვის მამის მკვლელ სეხტის წინააღმდეგ. ითვლება რას და თოტის თანამგზავრად. ზოგჯერ მზის დისკოს სიმბოლოთიც გამოსახავდნენ. იგი ეგვიპტის ფარაონთა ყველა დინასტიის მამამთავარი და ფუძემდებელია. ხორის სახელი ყველა ფარაონის სახელში ფიგურირებს. მისი მეუღლე და მდედრული წყვილია ჰათხორი - სიყვარულის, მხიარულების, ცეკვისა და მუსიკის ქალღმერთი (ბერძენთა აფროდიტე). საიქიო სამყაროს ღმერთია ანუბისი. იგი გამოისახებოდა ტურისთავიან ადამიანად. ჭირისუფლები ანუბისს ევედრებოდნენ, რომ საიქიოში მიცვალებულისთვის მფარველობა არ მოეკლო. სებეკი, რომელსაც ხშირად ნიანგის სახით გამოსახავდნენ, ერთერთი მთავარი ღმერთი იყო ეგვიპტურ პანთეონში. მას შესთხოვდნენ სხვადასხვა სენისგან განკურნებას და ცხოვრების მძიმე წუთებში თანადგომას. მისი ცოლი და მდედრული განსახიერებაა ქალღმერთი სებეკეთი, რომელიც ლომისთავიან ქალაქ გამოისახებოდა [რედაქტირება] გაღმერთებული ცხოველებიძველ ეგვიპტურ რელიგიში გაღვთაებრივებული ცხოველების სიმრავლე, შესაძლოა, იქაური ფაუნის სიმწირით იყოს გამოწვეული. ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაებრივი ცხოველი იყო შავი ხარი - აპისი. მემფისის ტაძარში მუდამ ჰყავდათ ცოცხალი ხარი - ღვთაებრივი ხარის მიწიერი განსახიერება. როგორც თეთრი, ისე შავი ხარი წმინდა ცხოველად ითვლებოდა და მისი მკვლელი უმკაცრესაც ისჯებოდა. მკვდარი ხარისთვის ქვის უზარმაზარ სარკოფაგს აგებდნენ. თაყვანს ცემდნენ წმინდა ძროხასაც (”წიგნი ძროხისა”). ძველი ეგვიპტელები ცარგვალს ძოხის სახითაც გამოხატავდნენ, რომელსაც ტანზე ვარსკვლავები ასხდა. გავრცელებული იყო ნიანგის კულტიც. ტაძრებში, გარდა აპისებიდა, ცოცხალი ნიანგებიც ჰყავდათ. მათ ქურუმები კვებავდნენ. სიკვდილის შემდეგ ნიანგს დააბალზამებდნენ და სარკოფაგში ჩაასვენებდნენ. საკულტო ცხოველებად მიიჩნევდნენ ცხვარსა და ლომსაც, აგრეთვე შავ ძაღლს, ტურას და ა.შ. [რედაქტირება] სარიტუალო წესჩვეულებებისულის მოსახსენიებელი სარიტუალო წესები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძველ ეგვიპტელთა რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში. გარდაცვლილს ჭირისუფლები ტაძარში მიასვენებდნენ. იქ გვამს აბალზამებდნენ. მიცვალებულს ამოაცლიდნენ ყველა შინაგან ორგანოს, მათ შორის გულსაც, რომელსაც განსაკუთრებულ ჭურჭელში დებდნენ და გვამთან ერთად ინახავდნენ. გულს მთავარი როლი უნდა შეესრულებინა გარდაცვლილის საიქიო ცხოვრებაში. ეგვიპტელთა რწმენით, მიცვალებული გაცოცხლდებოდა, თუ მისი სხეული, ანუ სახ-ი, დაცული იქნებოდა. ბევრჯერ სარკოფაგებში გარდაცვლილის ქანდაკებებიც აღმოუჩენიათ. ამ ფიგურებს ეგვიპტელები საგანგებოდ ატანდნენ მიცვალებულს, რათა გვამის განადგურების შემთხვევაში სულს თავშესაფარი მათში ეპოვა. აკეთებდნენ და გარდაცვლილს ატანდნენ სხვა ფიგურებსაც, რომლებიც მას იმ ქვეყნად მონებად და მსახურებად ეყოლებოდა. სარკოფაგის ახლოს სამარხში აწყობდნენ საომარ და შომის იარაღებს, ჭურჭელს და ათას წვრილმანს, რაც სიცოცხლეში სჭირდებოდა ადამიანს. ეგვიპტელები თავიანთ მიცვალებულებს ისე ექცეოდნენ, როგორც ცოცხლებს: მიდიოდნენ სამარხებთან, მიჰქონდათ საჭმელი, ესაუბრებოდნენ, ლოცულობდნენ, გაჭირვების ჟამს შველასაც სთხოვდნენ და, წარმოიდგინეთ, წერილსაც კი უტოვებდნენ საჩინო ადგილას, რათა სარკოფაგიდან და სხეულიდან გამოსულ და კვლავ მობრუნებულ სულს იგი შეემჩნია და წაეკითხა. [ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||