|
|
ჩეხეთი
- ოფიციალური: ჩეხეთის რესპუბლიკა.
- ეროვნული: Čechy; Česká republika.
- ეტიმოლოგია: წარმოსდგება ძირითად მოსახლეთა ეთნონიმისაგან. ლათინური სახელი Bohemia, ისევე როგორც გერმანული Bohmen ეწოდა კულტური ტომების ბოიას მიხედვით, რომლებიც აქ ძვ. წ. მე-2 საუკუნიდან ცხოვრობდნენ.
ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: პოლონეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, გერმანია. ფართობი - 78.866 კვ.კმ.
- სახელმწიფო სისტემა : დემოკრატიული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი Vaclav KLAUS (2003).
- მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.
- საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (81+200 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 13 მხარე (kraj) და დედაქალაქი (hlavni mesto).
- რესურსები - ქვანახშირი, თიხა, გრაფიტი, საშენი ხე-ტყე.
- ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 54 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 5.560 $.
- ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, სატრანსპორტო მოწყობილობანი, ქიმიკატები, რკინა, ფოლადი, მინა.
- ვალუტა - ჩეხური კრონა (CZK);
1993 წელს ყოფილი ჩეხოსლოვაკია „ხავერდოვანი რევოლუციის“ გზით მშვიდობიანად გაიყო ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ - ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთის რესპუბლიკად. 2003 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტი იყო ყოფილი დისიდენტი და დრამატურგი ვაცლავ ჰაველი. 1999 წელს ქვეყანა ნატოში შევიდა, ხოლო 2004 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა. დასავლეთის კრიტიკის ობიექტად დღემდე რჩება ბოშური უმცირესობის საკითხი, რომელთა შორის ძალიან მაღალია სიღარიბის, უმუშევრობის და განათლების დონე.
- პრაღა - ისტორიული ცენტრი (XIII — XVII სს.), კარლის ხიდი (XIV ს.), პრაღის გრადი (XV ს.), წმ. ვიტის ტაძარი (XIV ს.), რატუშა XIV ს.;
- ბრნო - წმ. პეტრესა და პავლეს ტაძარი (XV ს.), რატუშა (XVI ს.);
- პლზენი - წმ. ბართლომეს ეკლკსია (XIII ს.), რატუშა (XVI ს.);
- ჩესკი კრუმლოვი - ისტორიული ცენტრი;
- კუტნა ჰორა - შუასაუკუნეების ვერცხლის ქალაქი;
- ტელჩი - ძველი ქალაქი .
- პოლიტიკოსები - გუსტავ ჰუსაკი, ვაცლავ ჰაველი;
- მწერლები - კარელ ჩაპეკი, იაროსლავ ჰაშეკი;
- კომპოზიტორები - ანტონინ დვორჟაკი, ბენდრჟიხ სმეტანა;
- რეჟისორი - მილოშ ფორმანი;
- სპორტსმენები : ემილ ზატოპეკი (მძლეოსნობა), ვერა ჩასლავსკა (ტანვარჯიში), ვერა მენჩიკი (ჭადრაკი), ივან ლენდლი, მარტინა ნავრატილოვა, იანა ნოვოტნა, მარტინა ჰინგისი (ყველა ჩოგბურთი); იარომირ იაგრი (ჰოკეი).
ჩეხეთთან არის დაკავშირებული მადლენ ოლბრაიტის (აშშ-ს სახელმწიფო მდივანი), ზიგმუნდ ფროიდის, ფრანც კაფკას, ვილჰელმ სტეინიცის (მოჭადრაკე) სახელები.
|