|
ინსტრუმენტები |
ფინანსები
ნიუ-იორკის სააქციო ბირჟა (ინგ. The New York Stock Exchange - NYSE), მეტ-სახელით "დიდი დაფა", ფინანსური სამყაროსა და კერძოდ აშშ ფინანსური სიძლიერის სიმბოლო.
ფინანსები (ლათ. financia - ფული, შემოსავალი) — ყველა მატერიალური რესურსის ერთობლიობა, მოქცეული ცალკეული პირის, ორგანიზაციის ან სახელმწიფოს მმართველობაში. არსებობს ასევე ამავე სახელწოდების ვრცელი მეცნიერება - ფინანსები. სიტყვა ფინანსები ყოფიერებაში ხშირად იხმარება, როგორც ფულის აღმნიშვნელი სიტყვა. ზმნა დაფინანსება ნიშნავს «ფულის მიწოდებას». ფინანსების სფეროს უმნიშვნელოვანესი ცნებაა - ბიუჯეტი. [რედაქტირება] ფინანსები, როგორც მეცნიერებაფინანსები, როგორც მეცნიერების დარგი - შეისწავლის ფულს და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელებიც უკავშირდება მატერიალური რესურსების ფორმირებას, განაწილებას და მოხმარებას. ფინანსები — ეს არის ეკონომიკური, გამოყენებითი დისციპლინა. ფინანსები, ტრადიციულად იყოფა - საზოგადოებრივ და კერძო კატეგორიებად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება: სახელმწიფო ფინანსები და ადგილობრივი, მუნიციპალური ფინანსები. მეორე ჯგუფს მიეკუთვნება:
საზოგადოებრივი ფინანსებში პირველადი განხილვის საგანია ”გასავლები”, რამდენადაც ამ სახის ორგანიზაციის მიერ ხორციელდება მკაცრად რეგლამენტირებულ საზოგადოებრივ ამოცანათა ფინანსირება. კერძო ფინანსებისთვის პირველადია შემოსავლის მიღება და საქმიანობის სრულად წარმართვა ამ შემოსავლის მისაღებად, რომელიც განაპირობებს მოგებას და რომელიც, თავის მხრივ იხარჯება მისი მფლობელი პირის (პირების) გათვალისწინებით. ფინანსების მართვას (ზოგადად) და შეიძლება ითქვას მართვის ხელოვნებას, სწავლობს მეცნიერება - ფინანსური მენეჯმენტი. საბანკო ფინანსების მართვა შეისწავლება საბანკო საქმის მეცნიერების ფარგლებში. ფინანსურ ბაზრებს სწავლობს მეცნიერება, რომელსაც ეწოდება ფინანსური ეკონომიკა. სტატისტიკის მცირე, თანამოსახელე ნაწილი შეისწავლის ფინანსურ სტატისტიკას . ფინანსური ინფორმაციის დამუშავების მეთოდებს შეისწავლის გამოყენებითი მათემატიკის მეცნიერება. ფინანსური ნაკადების კონტროლი შეისწავლება ფინანსური კონტროლის დისციპლინის ფარგლებში. [რედაქტირება] ძირითადი ფინანსური კონცეფციების მაგალითებიფინანსური აქტივობა (საქმიანობა) - ეს არის იმ მეთოდებისა (ტექნიკის) და პროცედურების გამოყენება, რომლებსაც კერძო პირები და ორგანიზაციები, საკუთარი ფინანსების სამართავად მიმართავენ. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვაობა - შემოსავლებსა და გასავლებს შორის და ასევე ინვესტიციის რისკის შეფასება. თუ შემოსავლები აჭარბებს გასავლებს (ანუ ადგილი აქვს პროფიციტს), მაშინ სხვაობა შეიძლება გაიცეს სესხად ან ჩაიდოს რაიმე ბიზნესში, ან მოხმარდეს საკუთრების შესყიდვას. სწორედ ამაშია ფინანსური აქტივობის არსი - თუ არსებობს თავისუფალი ფინანსური რესურსი, მაშინ ის უნდა გაეშვას საქმეში, რომ მოიტანოს დამატებითი შემოსავალი. თუ გასავალები აჭარბებს შემოსავლებს (ანუ ადგილი აქვს დეფიციტს), მაშინ, როგორც წესი შესავსები ხდება ფინანსური რესურსის დანაკლისი. ეს შეიძლება მოხერხდეს საბანკო კრედიტის აღებით, ან ბირჟაზე აქციების გამოშვებით. თანამედროვე მსოფლიოში მსესხებელს არ სჭირდება კრედიტორის ძებნა - საჭიროა მიმართვა ბანკში, ბირჟაზე ან სხვა საკრედიტო-საფინანსო ინსტიტუტში, რომელიც განსაზღვრული საკომისიო გადასახადის საფასურად მოძებნის კრედიტორს. ან პირიქით - კრედიტორისთვის მოძებნის მსესხებელს. კერძოდ, რაც უფრო აქტიურად და კარგად მუშაობს საბანკო და საბირჟო სისტემა - მიტ უფრო აქტიურია და მდგრადია ქვეყნის ეკონომიკა (მთლიანობაში). ეს არის ძირითადი მაკროეკონომიკური წესი, რომელსაც გამონაკლისი არ გააჩნია. როგორც ზემოთ აღინიშნა, ბანკი, უმეტეს (ძირითად) შემთხვევაში საშუამავლო სამსახურს წევს მსესხებლებსა და კრედიტორებს შორის. პრაქტიკაში ეს თანამშრომლობის მოდელი ასე გამოიყურება: კრედიტორი (მეანაბრე) მიმართავს ბანკს და იქ, საბანკო ანგარიშზე, დებს საკუთარ თავისუფალ ფულს ანუ ანხორციელებს ეგრეთ წოდებულ დეპოზიტს (ან ანაბარს), რომ შემოსავლის სახით, განსაზღვრულ ვადაში, მიიღოს პროცენტული დარიცხვა მისი ანაბრიდან. შემდეგ ბანკში მიდის მსესხებელი, იმისთვის, რომ მიიღოს კრედიტი (სესხი). ბანკი გასცემს მეანაბრის ფულს - მსესხებელს, განსაზღვრული პროცენტის გადახდის გათვალისწინებით. ეს პროცენტი გულისხმობს მოგებას, როგორც მეანაბრისთვის, ასევე თავად ბანკისთვის და ასევე, დამატებით პროცენტს, რომელიც წესდება დაუბრუნებელი ან გართულებული სესხის ზარალის მოსალოდნელი რისკისგან თავის დასაცავად. ბირჟა, ასევე ემსახურება კრედიტორების და მსესხებლების დაკავშირებას, მაგრამ განსხვავებით (ერთერთი განსხვვება) ბანკისგან, მას არ გააჩნი საკუთრი ”ფინანსური ბუფერი”, ანუ არ შეუძლია ფულის დეპოზიტზე განთავსება, მანამდე სანამ არ გამოცნდება მსესხებელი. ბირჟა აკავშირებს მსესხებელსა და კრედიტორს, მხოლოდ რეალურ დროში. ბანკს კი შეუძლია გადაინახოს თანხები, ანუ კრედიტორი (დეპოზიტრს, მეანაბრეს) შეიძლება ბანკში მოვიდეს ”დღეს”, მსესხებელმა (პირი რომელსაც სურვილი გააჩნია სესხი აიღოს მეანაბრისგან) კი შეიძლება ბანკს მიმართოს თუნდაც ”ერთი თვის” შემდეგ. გარდა აღნიშნულისა, ბირჟა ვაჭრობს შენატანებით და კრედიტებით - სახეცვლილი, უნივერსალური ფორმით. კრედიტის მიღების მსურველი, საბირჟო ვაჭრობაში უშვებს აქციებს ან ობლიგაციებს. აქცია წარმოადგენს მფლობელის წილს მსესხებლის კაპიტალში, და ამავდროულად შეიძლება შეასრულოს კრედიტის უზრუნველყოფის ფუნქცია. ობლიგაცია ასევე არის კრედიტის სახეობა, მაგრამ იგი, განსხვავებით აქციისაგან, არ იძლევა მსესხებლის საკუთრების უფლებას, თუმცა შეიძლება გულისხმობდეს რაიმე, ცალკე საგარანტიო უზრუნველყოფას. აქციებზე და ობლიგაციებზე ასევე შეიძლება დაერიცხოს პროცენტები (დივიდენდები). თუ აქციას არ დაერიცხება დივიდენდები, მაშინ საგულისხმოა, რომ იგი ვაჭრობისთვის მომხიბვლელია, მისი ფასის მოსალოდნელი ცვლილებით. მაგალითად - კრედიტორი, რომელიც შეისყიდის აქციებს, ალბათ მიიღებს მოგებას, როდესაც მათ გაყიდის გაძვირებული ფასით. [რედაქტირება] ფინანსური მომსახურებაფინანსურ მომსახურებას განეკუთვნება
ასევე არსებობს მიკროდაფინანსების და მიკროდაკრედიტების მიკროსაფინანსო მომსახურების ცნება; მიკროდაზღვევა და მისი მსგავსი სხვა. ეს მომსახურებები განსაკუთრებით გავრცელებულია განვითარებად და ჩამორჩენილ ქვეყნებში, სადაც მოქალაქეებს, მათი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ გააჩნიათ საშუალება ისარგებლონ მოცულობით მნიშვნელოვანი ფინანსური მომსახურებით. [რედაქტირება] ფინანსური ბაზრებიფინანსური ბაზარი - ეს არის ბაზარი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გულისხმობს ბირჟას, სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობას, ვაჭრობას ფინანსური აქტივებით, ფინანსური რისკების მართვას და ინვესტიციების ხელშეწყობას. არსებობს ფინანსური ბაზრების შემდეგი და სხვა სახეობები:
ჩამონათვალის გარდა, ფინანსური ბაზრების ნაწილი იყოფა პირველად და მეორად კატეგორიებად. პირველად ბაზრებზე ხორციელდება ახლად გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით (ფასიანი ქაღალდების ემისია) ვაჭრობა. მეორადი ბაზრები კი ასევე ემსახურება ამ ფასიანი ქაღალდების შემდგომ გადაყიდვას და გადაყიდვას. [რედაქტირება] პირადი (კერძო) ფინანსებიპირადი (კერძო) ფინანსების ცნება, ხშირ შემთხვევაში, დაიყვანება პირადი ბიუჯეტის დაგეგმვაზე. პირადი ბიუჯეტის დაგეგმვის გავრცელებული მეთოდი ითვალისწინებს:
ჩვეულებრივ, პირად ბიუჯეტს ადგენენ 1, 3, 6 ან 12 თვით. პირადი ბიუჯეტის შედგენა რეკომენდებულია 3-5% პროფიციტის გათვალისწინებით. [რედაქტირება] შემოსავალიფინანსური გადაწყვეტები, ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილში, როგორც წესი, არ არის რთული - აქ მთავარია, მხედველობიდან არ გამოგვრჩეს შემოსავლის არცერთი, შესაძლო წყარო. მთავარი პრინციპია - კაპიტალმა უნდა შექმნას კაპიტალი. თუ არსებობს წარმოების თავისუფალი საშუალებები - ეს რესურსი უნდა მუშაობდეს. თუ არსებობს უმოქმედო საკუთრება - იგი უნდა გაიცეს იჯარით ან არენდით. თუ რომელიმე თავისუფალ რესურსს არ შეუძლია შემოსავლის მოტანა და არ წარმოადგენს მომგებიან დაბანდებას (ანუ მასზე ფასი არ იზრდება), მაშინ იგი უნდა გაიყიდოს, ფული კი უნდა გაეშვას ინვესტიციებში. ფინანსები ეს არის ის, რაც რეალურად ”გაგვაჩნია”, და რითიც შესაძლებელია ფინანსური ოპერირება. ფინანსური მართვის მთავარი მიზანია - არსებული ფინანსების რაც შეიძლება ეფექტური (ანუ მეტი მოგებით) განკარგვა. მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, დღევანდელ პირობებში, სათანადოდ მომზადებული პროექტისთვის და მსესხებლისთვის - კრედიტის მიღება არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. არასასურველი ”სექვესთრების” თავიდან ასაცილებლად, შემოსავლით ნაწილში არაა აუცილებელი ჩავრთოთ ის ”მოსალოდნელი” შემოსავლები რომელთა მიღების ალბათობა 90%-ზე ნაკლებია. ამასთან ერთად, თუ დაუგეგმავი შემოსავალი მაინც გამოცნდება, მაშინ უნდა დაიგეგმოს მისი ოპერატიული (მოკლე ვადაში) ”უტილიზაცია”. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც შემოსავლების დაგეგმვისას უნდა გვახსოვდეს, ეს არის ის, რომ პენსიები და კომპენსაციები არსებული სქემებიდან, ყველაზე მომგებიანი სქემით უნდა ვიანგარიშოთ. [რედაქტირება] გასავალიბიუჯეტის დაგეგმვისას გვიწევს უფრო რთული ფინანსური გადაწყვეტების დაგეგმვა, ეს განასაკუთრებით ეხება ბიუჯეტის გასავლის ნაწილს. ამ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ სხვადასხვა მნიშვნელოვან რჩევებს:
[რედაქტირება] საწარმოს ფინანსებიკორპორაციული ფინანსების ძირითადი ამოცანაა - ორგანიზაციის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა. ასევე მნისვნელოვანია ვიპოვოთ ოპტიმალური ბალანსი ბიზნესის შემოსავლიანობასა და ფინანსურ რისკებს შორის. ბიზნესის მიმდინარ ფინანსური მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც წესი მიმართავენ მოკლევადიან საბანკო კრედიტებს. ბიზნესის გრძელვადიანი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ხშირად მიმართავენ ობლიგაციების ან აქციების (არაფიქსირებული დივიდენდით) გამოშვების გზას. სწორედ ასეთი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, სბოლოო ჯამში განსაზღვრავენ ორგანიზაციის კაპიტალის სტრუქტურას. კორპორაციული ფინანსების სხვა მნიშვნელოვანი მხარე ითვალისწინებს საინვესტიციო გადაწყვეტილებებს, ანუ არსებული თავისუფალი რესურსების განკარგვის სახეებს და მეთოდებს. ინვესტიცია არის თავისუფალი მატერიალური რესურსის ჩადების მეთოდი, იმ იმედით, რომ ფასის მომავალი ცვლილება მოიტანს აქტივის ფასის გაზრდას. ინვესტიციების მართვა - ფინანსების უმნიშვნელოვანესი მხარეა, მის ნებისმიერ წარმოდგენასი, და მიტუმეტეს კორპორაციულ დონეზე. საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გავაანალიზოთ შემდეგი ფაქტორები:
ორგანიზაციების ფინანსური მენეჯმენტი ბევრ მუხლში გავს საბუღალტრო აღრიცხვას, მაგრამ საბუღალტრო აღრიცხვა განიხილავს უკვე მომხდარ ოპერაციებს, ანუ საბუღალტრო აღრიცხვის საგანია ”ისტორიული” ფინანსური ინფორმაცია. ფინანსური მენეჯმენტი იყურება მომავალში და ითვალისწინებს მომავალი ფინანსური ოპერაციების ეფექტურეობის ანალიზს. [რედაქტირება] სახელმწიფო ფინანსები[რედაქტირება] გადასახადები და მოსაკრებლებისახელმწიფო გადასახადის ცნების ზუსტი განმარტება მოცემულია საქართველოს საგადასახდო კოდექსში. საბიუჯეტო შემოსავლების უზრუნველყოფისთვის მრავალ ქვეყანაში წესდება შემდეგი ძრითადი გადასახადები:
[რედაქტირება] სახელმწიფო ვალიცალკე განმარტებას ითხოვს სახელმწიფო ობლიგაციები, ანუ როგორც მათ უწოდებენ ”სახელმწიფო ვალდებულებების ობლიგაციები”. ამ ფასიან ქაღალედებს, სახელმწიფო უშვებს და ავრცელებს როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს ერთგვარი კრედიტია, რომელსაც თავად სახელმწიფო იღებს. რაც უფრო მდიდარია და სტაბილურია სახელმწიფო, მით უფრო კრედიტის მიღების რესურსი გააჩნია მას, და შესაბამისად მისი ობლიგაციებიც უფრო იყიდება. სწოედ ამიტომაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებიტ, ყველაზე დიდი ვალი გააჩნია. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, (რუსეთის და დსთ ქვეყნების ჩათვილით), საკუთარ სახაზინო რესურსებს აბანდებენ აშშ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში. რაც უფრო ეფექტურად შეუძლია სახელმწიფოს სესხის გამოიყენება, მიტ უფრო მომგებიანია მისთვის სესხის აღება, და პირიქით - თუ სახელმწიფოს არ შესწევს უნარი გამოისყიდოს აღებული სესხის პროცენტები, მაშინ სესხი მისი ბიუჯეტის იქცევა მძიმე ტვირთად. [რედაქტირება] სახელმწიფო შემოსავლების განაწილებასახელმწიფო შემოსავლები ნაწილდება შემდეგი ხარჯვითი მუხლებით:
ასიგნებების ფორმებს შორის გამოყოფენ სუბსიდიებს, დოტაციებს და სუბვენციებს. [რედაქტირება] საფინანსო ეკონომიკასაფინანსო ეკონომიკა - ეს არის ეკონომიკური მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის კავშირს ისეთ ფინანსურ სიდიდეებს შორის, როგორებიცაა: ფასი, დამატებითი ღირებულება, სააქციო კაპიტალი და ა.შ. ამ დარგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - რეალური ეკონომიკური მაჩვენებლების, ფინანსურ მაჩვენებლებზე, გავლენის შესწავლა. ძირითადი კვლევების მიმართულებებია:
[რედაქტირება] ასევე იხილეთ |