|
ინსტრუმენტებისხვა ენებზე
|
ერთეულთა საერთაშოირისო სისტემაერთეულთა საერთაშორისისო სისტემა ანუ შემოკლებით სი (შემოკლ. ფორმა ფრანგ.: Système international d'unités) ფიზიკური სიდიდეების ერთეულთა სისტემა, რომელიც მიღებულია ზომა-წონის XI გენერალური კონფერენციის მიერ (1960 წლის ოქტომბერი, პარიზი). იგი წარმოადგენს დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ზომათა სისტემას როგორც მეცნიერებაში ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. სი ოფიციალურად შემოღებულ იქნა 1960 წელს და მას საფუძვლად დაედო ე. წ. მეტრული სისტემა. სიმ მალევე ჩაანაცვლა მანამდე არსებული ისტორიული ზომის ერთეულები თითქმის ყველა ქვეყანაში. მნიშვნელოვან გამონაკლისს წარმოადგენს აშშ და დიდი ბრიტანეთი. [რედაქტირება] ერთეულებისი შედგება ზომათა ერთეულებისა და წინსართებისაგან. სი ზომათა ერთეულები იყოფა ორ ჯგუფად: შვიდი ძირითადი და მათგან წარმოქმნილი ერთეულები.
წინსართების დამატებით შესაძლებელია ძირითადი ერთეულებისაგან იმავე ფიზიკური სიდიდის აღმწერი უფრო მცირე ან უფრო დიდი ერთეულების წარმოქმნა. ძირითადი და წარმოქმნილი ერთეულები ათის ჯერადი რიცხვით განსხვავდებიან. მაგალითად კილო აღნიშნავს ათასჯერ მეტს, ხოლო დეცი ათჯერ ნაკლებს ვიდრე თავდაპირველი ერთეული. მაგალითად, დეციმეტრი მეტრის მეათედია, ხოლო კილომეტრი ათასი მეტრი. რამდენიმე წინსართის ერთად გამოყენება იკრძალება. [რედაქტირება] სხვა გავრცელებული ზომის ერთეულებიბევრი ერთეული რომელიც ფართოდ გამოიყენება მეცნიერებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, სი ერთეულებისაგან არ იწარმოება კანონიკური წინსართების დამატებით. მნიშვნელოვან მაგალითებს განეკუთვნება:
[რედაქტირება] კანონმდებლობა2010 წლიდან ევროკავშირი კრძალავს იმპორტირებულ საქონელზე არა სი ერთეულების გამოყენებას. აკრძალვა ეხება პროდუქციის აღწერას, შეფუთვას, გამოყენების ინსტრუქციებს და რეკლამას.
|
||||||||||||||||||||||||||||