|
ინსტრუმენტები |
საილენტ ჰილი (ფილმი)
საილენტ ჰილი არის 2006 წლის საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომელიც გადაღებულია კრისტოფ გენსის რეჟისურით. ფილმი გადაღებულია ამავე სახელის თამაშის მიხედვით. როგორც იცით "მგლების საძმოს" რეჟისორი კრისტოფერ გენსი გახლავთ საილენტ ჰილის დიდი მოყვარული, პირველად მან ითამაშა საილენტ ჰილ 1 2000 წელს, როგორც თავად ამბობს კინოს გადაღების სურვილი მას 6 წლის წინ გაუჩნდა როდესაც მან დაურეკა სამუელ ჰადიდას და უთხრა "ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ საილენტ ჰილი 1-ის ადაფტაცია ეკრანზე" კრისტოფერ გენსის საყვარელი სერია გახლავთ მეორე. ფილმის პრეზენტაცია შედგა 2006 წლის 21 აპრილს. ასეთი დაგვიანებული ეკრანიზაციის მიზეზი იყო, თამაშის შემქმნელებთან დაკავშირება, მათთან ერთად სიუჟეტის აგება რომელზეც თიმსაილენტიც თანახმა იქნებოდა, მსახიობების წარმატებული შერჩევა და სხვა მრავალი. თავდაპირველად გენსი აპირებდა მთავარი პერსონაჟი ყოფილიყო კაცი სახელად ჰარი მეისონი, რადგან ფილმი არის აგებული თამაშის პირველ სერიაზე (საილენტ ჰილი 2-ის ელემენტებით), მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, რომ დაუკვირდა ჰარის ხასიათს და ქცევას, განაცხადა, რომ დიდან არ განსხვავდებოდა მისი ემოციები ქალისაგან და გადაწყვიტა შეეცვალა პროტაგონისტის სქესი და ათამაშა რადა მიჩელი, როუს და სილვას როლში. ფილმი არის აგებული - თამაშის პირველ სერიაზე, მაგრამ შეცვლილია საკმაოდ ბევრი რამ: დალიას ხასიათი, დასასრული, პერსონაჟები და ა.შ ფილმი მოგვითხრობს და სილვების ოჯახზე, როუზის და ქრისტოფერის შვილს, შერონს ჭირს განუკურნებელი დაავადება - აქვს მთვარეულის ნიშნები ღამით დგება და ძილში განწირულად ყვირის ქალაქის სახელს "საილენტ ჰილს", რის გამოც როუზს გაუჩნდება აზრი, რომ მისი განკურნება შეიძლება იმ ქალაქის მეშვეობით, რომელსაც ბავშვი გაიძახის ძილში - იმის მიუხედავად, რომ მისი ქმარი კატეგორიულად წინაამღდეგია ბავშვის იქ ჩაყვანაზე და აიძულებს ცოლს სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაცია გაავლევინოს. მაგრამ ყოველგვარი ქმართან დამშვიდობების გარეშე - გადაწყვიტავს ჩუმად გაემართოს საილენთ ჰილში თვითონ და შერონი. ქალაქში მოხვდებიან ზუსტად ისე როგორც თამაშის პირველ სერიაში, შუა ღამისას გზაზე მიმავალი მანქანით დაინახავენ გოგონას სილუეტს და რაიმე ინციდენტის თავიდან ასაცილებლად რულის მაქსიმალურად მოხვევის გამო მოსდით ავარია - ხოლო გამოღვიძებისას როუზი იმყოფება საილენთ ჰილის კოშმარულ განზომილებაში.
[რედაქტირება] შესავალისაილენტ ჰილი - იდუმალი ქალაქია დასავლეთ ვირჯინიაში, ტოლუკას ოლქი... ოდესღაც ეს საკმაოდ აყვავებული პატარა ქალაქი იყო, მაგრამ ახლა ის სრულიად მიტოვებულია - ამ ადგილს რუკაზეც ვერ ნახავთ. ხოლო საგაზეთო სტატიების მიხედვით, Silent Hill - შედის ამერიკის] “აჩრდილების ქალაქების“ რიცხვში, სადაც ოდესღაც მდებარეობდა ნახშირის მომპოვებელი მაღარო, და მრავალი წელია არ წყდება მიწისქვეშა ხანძრები. მაინც რა გახდა ოდესღაც აყვავებული საკურორტო ქალაქის სრული დაცარიელების და მასში განვითარებული უცნაური მოვლენების მიზეზი? ერთადერთი საშუალება, გავცეთ ამ კითხვებს პასუხი და საიდუმლოს ფარდა ავხადოთ, არის ამ ადგილის ისტორიის ყურადღებით შესწავლა და იმის გაგება თუ რა კოშმარები იმალება დროის ფარდის მიღმა. [რედაქტირება] სიუჟეტი1974 წლამდე - ბნელი წარსული
ხშირად ალისა იქამდე მიჰყავდათ, რომ მტირალი გოგონა ქალების ტუალეტში გარბოდა და იქ კაბინაში იმალებოდა - მაგრამ იქაც ვერ პოულობდა შვებას უცნაური დამლაგებლის კოლინის გამო (ზოგიერთი მომენტის მიხედვით “other world“-იდან, აგრეთვე ალისას მოგონებებიდან ვხვდებით, რომ დამლაგებელმა გოგონას რაღაც საშინელება გაუკეთა) დალიაც კი, ალისასს სიყვარულის მიუხედავად უძლური აღმოჩნდა, ვერ წავიდა საერთო აზრის წინაამღდეგ, ერთადერთი, რაც მას შეეძლო, ეს შვილის ნუგეში იყო... ბავშვის თვალში დედა მისი დამცველი, ღმერთი იყო - მაგრამ ღმერთიც ხანდახან უძლურია ხოლმე.
ხანძრის ეს საბედისწერო დღე გახდა მთელი საილენტ ჰილის არსებობის დასასრული - ბევრი დაიხოცა ხანძრის დროს, ბევრი - უკვალოდ გაქრა (მათი სხეულები ვეღარასოდეს იპოვეს)
ხოლო ყველაფერი კარგი, რაც ალისაში დარჩა, აგრძელებდა არსებობას პატარა გოგონაში, რომელიც ალისამ გადამალა თავის მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის მიღმა - ტოლუჩს ოლქის ბავშვთა თავშესაფარში.
იმავე წელს თავშესაფარში მოვიდა უშვილო ცოლ-ქმარი - კრისტოფერი და როუზ დე სილვა, მათ იშვილეს ეს ბავშვი და დაარქვეს სახელად “შერონი”.
9 წლის შერონ დე სილვას გამუდმებით ესიზმრება უცნაური სიზმრები, რომლებშიც ხედავს საიდუმლოებით მოცულ გოგონას. ხანდახან შერონს მთვარეულობის ნიშნებიც აღენიშნება, და სიზმარში სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით მიდის, და ყველაფერ ამასთან ერთად, ძილში უეცრად იწყებს ყვირილს და იძახის - საილენტ ჰილს - მაგრამ გამოღვიძებისას აღარაფერი ახსოვს. არ არის გასაკვირი, რომ მშობლები უკიდურესად შეშფოთებულები არიან - მათ გოგონას ხომ აშკარად რაღაც უბედურება სჭირს. მამა (კრისტოფერი) სთავაზობს მოათავსონ გოგონა საავადმყოფოში გამოსაკვლევად, მაგრამ დედა (როუზი) თვლის, რომ ასეთი მეთოდები შედეგს არ მოიტანს, და ჯობია გოგონა წაიყვანონ საილენტ ჰილში, რომ გამოარკვიონ შვილის უცნაური დაავადების მიზეზები. ამგვარად, ერთ მშვენიერ დღეს, როუზი, ქმრისგან მალულად, წაიყვანს გოგონას და წავლენ მიგდებულ საილენტ ჰილში, რაც ნამდვილად არ იყო კარგი იდეა. მგზავრობის დროს შერონს კვლავ რაღაც უცნაურობა ემართება - მიუხედავად იმისა, რომ ადრე გოგონას დახატული ნახატები იყო მკვეთრი და ფერადოვანი, რაღაც მიზეზების გამო ქალაქთან მიახლოებისას მისი ხატვის მანერა რადიკალურად იცვლება: გოგონას ნახატები ხდება შავბნელი და შიშით სავსე - იქ ჩვენ ვხედავთ რამდენიმე ბნელ ადამიანს, რომელთაც პატარა გოგონა უჭირავთ, ორ გოლიათს რომლებიც ცეცხლს აფრქვევდნენ, გოგონა ხელებით ჰყავდათ დაჭერილი (თითქოს მათი გახლეჩა უნდოდათ) და უცნაურ ეკლესიას ცეცხლის ფონზე... აღსანიშნავია, რომ გაღვიძებულ შერონს აღარ ახსოვს, როგორ დახატა ეს საშინელი სურათები. გზაზე მათ ხვდებათ პოლიციის ოფიცერი ქიბილ ბენეტი. პოლიციელის ინტუიცია კარნახობს, რომ აქ რაღაცა ვერარის წესრიგში და გადაწყვეტს დედა-შვილის დაკავებას, რომლებიც რატომღაც მიტოვებულ ქალაქ-მოჩვენებაში მიდიოდნენ. მაგრამ როუზი ახერხებს პოლიციელის დევნას თავი დააღწიოს. და როდესაც დედა-შვილი თითქმის მივიდა საილენტ ჰილში, მანქანაში უეცრად შიშხინს იწყებს რადიო, რაც ძალიან აშინებს პატარა შერონს. როუზის ყურადღება მანქანის მართვიდან გადააქვს რადიოსკენ, რომ გამორთოს - და უეცრად ხედავს პატარა გოგონას სილუეტს გზაზე - უკანასკნელ მომენტში საჭეს აბრუნებს მარცხნივ, რათა გოგონას არ დაეჯახოს და ახდენს ავარიას... როდესაც როუზი გონზე მოდის, აღმოაჩენს, რომ ყველაფერი დაფარულია გაუვალი ბურუსით და მოდის უცნაური “თოვლი“, რომელიც შემოწმებისას “ფერფლი” აღმოჩნდა. ყვირილზე არავინ პასუხობს - რჩება შთაბეჭდილება, რომ გარშემო არც ერთo სულიერი არ არის. და რაც მთავარია - შერონი გაქრა!! გოგონას ძებნაში როუზი საილენტ ჰილში შედის - და მოშორებით დაინახავს შვილის სილუეტს. მაგრამ რატომ არ პასუხობს გოგონა დედეს დაძახებაზე? შეშფოთებული როუზი უკან მიჰყვება შვილის კვალს, რომელსაც საბოლოოდ უცნაურ გზაჯვარედიანმდე მიჰყავს. იქ კი იწყება კიდევ უფრო უცნაური მოვლენები: შორიდან ისმის სირენის ხმა და უეცრად ქალაქს სიბნელე მოიცავს. ცოტა ფიქრის შემდეგ როუზი გადაწყვეტს გააგრძელოს შვილის ძებნა - პატარა სანთებელელის მბჟუტავ შუქზე იგი “other world“-ის ბნელეთში აღმოჩნდება. გისოსები... სისხლი... და იქ Rose-ხედავს ჯვარზე გაკრული ადამიანის დასახიჩრებულ სხეულს - რომელიც აგრძელებს სიცოცხლეს სასიკვდილო ჭრილობების მიუხედავად და განიცდის დაუსრულებელ ტანჯვას! და მხოლოდ აქ ხვდება როუზი, რა კოშმარშიც მოხვდა, მაგრამ უკვე გვიანია. უეცრად საიდანღაც საშინელი არსებები გამოჩნდნენ, როუზი პანიკაშია და ცდილობს მათგან თავის დაღწევას, მაგრამ ეს მას არ გამოსდის... გონზე მოსული როუზი ხედავს, რომ გარშემო აღარავინაა - იქნებ ეს მხოლოდ სულელული სიზმარი იყო?? მაგრამ არა, ქუჩაში კვლავ მოდის ეს უცნაური თოვლი-ფერფლი. გარშემო ყველაფერი ბურუსით არის მოცული, გზებზე კი გამოუცნობი უფსკრულებია. ერთერთ ასეთ უფსკრულთან როუზს შეხვდება უცნაური ქალი, რომელსაც თითქმის დაკარგული აქვს ადამიანის სახე - დალია გილესპი. მანაც დაკარგა გოგონა... მაგრამ როდესაც როუზი, რაღაც მიზეზის გამო, თავის მედალიონში მოთავსებულ შერონის სურათს აჩვენებს, დალია იწყებს ყვირილს, რომ შერონი ეს მისი შვილია - შეიძლება გელესპი ერთადერთი შვილის დაკარგვით ბოლომდეა ჭკუიდან გადასული, ან იქნებ მის უცნაურ ქცევაში აზრი იმალება?? როუზი გაექცა ჭკუიდან გადასულ დალიას და შემთხვევის წყალობით გადაეყრება ძველ ნაცნობს - პოლიციელ ქიბილ ბენეტს რომელიც მას ადრე შეხვდა და ბავშვის მოტაცებაში დაეჭვებულმა, მაშინვე დააპატიმრა დედიკო სიჩქარის გადაჭარბებისთვის. როგორც ჩანს ქიბილს წარმოდგენა არაა ქვს. [რედაქტირება] პერსონაჟებიფილმი “საილენტ ჰილი“ გვთავაზობს საკმაოდ ბევრ პერსონაჟს. ზოგიერთი ჩვენ უკვე ვიხილეთ თამაშში, დანარჩენები კი აბსოლუტურად ახლები არიან. შერონ და სილვა სახელი: წარმოდგება სახელისაგან “ჩერილი” - პერსონაჟის სახელი თამაშის პირველი ნაწილიდან ანალოგიური ბედით. მსახიობი: ჯოდელ ფერნანდი - ეს გოგონა ასევე ცნობილია მისტიკური სერიალით “სამეფო ჰოსპიტალი”, რომელიც გადაღებულია სტივენ კინგის რომანის მოტივების მიხედვით. ფილმში იგი ერთდროულად 3 პერსონაჟს ასახიერებს: შერონს, ალისასს ბავშვობაში, და “ბნელ ალესას”. "ეს გოგო არის განსაკუთრებული! მან იცის, თუ როგორ ითამაშოს" - აღფრთოვანებით ლაპარაკობს რეჟისორი გენსი ჯოდელის გარდასახვის ნიჭის შესახებ. ინტერნეტში არსებობს ჯოდელის ვებგვერდი რომელიც ამ მისამართზეა [www.jodelle-ferland.2ya.com]. აქ დაწვრილებით შეგიძლიათ შეიტყოთ არტისის ფილმოგრაფიის შესახებ, აგრეთვე დატანჯოთ ისედაც მოუცლელი გოგონა სულელური ფანატიკური კითხვებით “როგორი აზრის ხარ შენს პერსონაჟზე ფილმიდან“, “თამაშობდი თუ არა საილენტ ჰილს გადაღებამდე“ ა.შ.
პროტოტიპი: როუზის სახის შექმნისას ფილმის შემქმნელების შთაგონების წყაროები იყვნენ ჰარი მეისონი პირველი ნაწილიდან და მანანა მესამე ნაწილიდან. მსახიობი: რადა მიჩელმა განასახიერა როუზის როლი, რომელიც ცნობილია ფილმით ”პიჩ ბლეკი”. რეჟისორის გამონათქვამების თანახმად,რადა მიჩელი იდეალურად შეეფერებოდა მგრძნობიარე და მზრუნველი დედის როლს (თუმცა, სინამდვილეში მას ბავშვები არ ჰყავს). როგორც თავად რადა გამოტყდა, მიზეზი რის გამოც მან ფილმში ითამაშა ეს არის... მომხიბვლელი კრისტოპ გენსი ("მე ვიცი, მთავარი მიზიდულობა მე ვიქნები...კრისტოფი"). ახსანიშნავია ასევე, რომ როდესაც გოგონამ პირველად წაიკითხა სცენარი, ის მას იმდენად საშინლად მოეჩვენა, რომ ათი გვერდის მერე შეეშინდა და მიატოვა კითხვა.
მსახიობი: სინ ბენი - ცნობილია ფილმით “ბეჭდების მბრძანებელი” ვფიქრობ, წარდგენა არ სჭირდება.
მსახიობი: ლაური ჰოლდენი. კრისტოფერ გენსი თავის დღიურში იმის შესახებ, თუ ქიბილის როლში რატომ აირჩიეს ეს მსახიობი, წერს: “როდესაც პირველად დავინახე ლაური, გარეგნულად საერთოდ არ ჰგავდა ქიბილს, მაგრამ მე ვიცოდი, რომ იგი იდეალურად შეეფერებოდა ამ როლს მისი მოძრაობის ბუნებრივობის, შინაგანი ძალის და სილამაზის გამო“. ახსანიშნავია, რომ როგორც ლაური გამოგვიტყდა, იმისათვის, რომ უკეთესად შეეგრძნო თავისი პერსონაჟი, მან საილენტ ჰილი 1-იც კი ითამაშა - და მივიდა კაფეში ქიბილთან პირველ შეხვედრამდე. აი რას ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში თავის პერსონაჟზე: “ქიბილი გაიზარდა ბრაჰამში - პატარა ქალაქში საილენტ ჰილთან ახლოს. იგი ძალიან დამოუკიდებელი ადამიანია, რადგანაც ცამეტი წლის იყო, დედა რომ მოუკვდა, მამა კი ფაქტიურად არც ჰყოლია. ბრაჰამში რელიგიის ძლიერი გავლენა იყო, მე მგონია, ამიტომ ქიბილის დედა ნამდვილი მორწმუნე იყო და საშინელ ტანჯვაში მოკვდა... ნამდვილად დაამჩნია ნაიარევი ქიბილის სულზე. იმის გამო, რაც დაემართა დედას, გოგონა ერიდებოდა ყველანაირ რელიგიას. ამის გამო ქიბილი საკმაოდ მარტოსული გახდა, მას არ ჰყავდა ბევრი მეგობარი. მაგრამ ეს ქიბილისთვის ნორმალური იყო, რადგან მან იპოვა მიზანი ცხოვრებაში - “ემსახურე და დაიცავი“. განსაკუთრებულად ცდილობს ბავშვების დაცვას. მის ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა... მგონია, რომ ქიბილი რაღაც განსაკუთრებით უდგება ბავშვების დახმარებას, იმიტომ რომ შინაგანად მას სურს, იგრძნოს თავი დედად“.
მსახიობი: დებორა კარა ანგერი - მან ასევე ითამაშა მისტიკურ ფილმში “თეთრი ცხვირი“, რომლის სიუჟეტის ზოგიერთი ასპექტი აშკარად იკვეთება საილენტ ჰილი 2-ის იდეებთან.
მსახიობი: ტანია ალენი - ითამაშა ალისა 40-წლის ასაკში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ფილმის შუა ნაწილში საწოლზე მწოლიარეს და “ხოცვა - ჟლეტის“ ფინალურ სცენაში. ჯოდელი ფერლანდმა ითამაშა ალისა 9 წლის ასაკში მოგონებების სცენებში. პატარა გოგონა, რომელსაც სწყურია სექტანტებზე შურისძიება. რეჟისორი აღწერს მას, როგორც “აბსოლუტური ბოროტების განსახიერებას“
პროტოტიპი: ექთნის პროტოტიპს წარმოადგენს გოგონა ლიზა გარლანდი საილენტ ჰილი 1-იდან, რომელიც ასევე ალისას კოშმარული სამყაროს ტყვე იყო (თუმცა, იგი არავის დაუბრმავებია).
ეს მშვიდი და ჭკვიანი ადამიანი კრისტოფერს ურჩევს, არ ჩაიდინოს სისულელე და არ ჩაერიოს სხვის საქმეში. ის აგრეთვე დიდ პატივს სცემს ქიბილ ბენეტს და თვლის, რომ ის ყველაზე კარგად მოახერხებს საილენტ ჰილის დაკარგული ხალხის მოძებნას. გვარი: პერსონაჟის გვარი წარმოადგენს მინიშნებას თამაშის პირველ ნაწილზე, სადაც პოლიციელი სახელად გუჩი, რომელიც ნარკოტიკების გაყიდვის საქმეს იძიებდა, დაიღუპა მიზეზით, რომელიც გულის შეტევას ჰგავდა, პირველი ნაწილის მოვლენებამდე რაღაც დროით ადრე მაგრამ გვარის გარდა მასთან ფილმის პერსონაჟს არაფერი საერთო არ აქვს. მსახიობი: კიმ კოატესი
სახელი: მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟის სახელი ნასესხებია საილენტ ჰილის კომიქსებიდან (საილენტ ჰილი შავზე დახატვა, საილენტ ჰილი მოკვი/იცოცხლე), სინამდვილეში ამ პერსონაჟებს შორის არანაირი სიუჟეტური კავშირი არ არის. არ გვჭირდება საილენტ ჰილის სერიების დიდი ექსპერტობა, რომ მივხვდეთ, რომ ეს სახელი იყო სარეკლამო სვლა, რათა ფანების ინტერესი გამოეწვია. პროტოტიპი: თუ ყურადღებით ადევნებთ თვალს კრისტაბელას მიმიკას და ქცევას, შენიშნავთ, რომ პერსონაჟის სახე ბევრ რამეში დაფუძვნებულია კლაუდიაზე საილენტ ჰილი 3-იდან. მით უფრო, თუ თამაშში კლაუდიას ბოროტმოქმედს ვერ დავარქმევთ, აქ რელიგიური ორგანიზაციის ქურუმის სახით ჩვენ მივიღეთ ბოროტმოქმედი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მსახიობი: ალისა კრიგი - ცნობილია ფილმიდან “სტარ ტრეკი - პირველი კონტაქტი”. ინტერვიუში მსახიობი გამოგვიტყდა, რომ გადაღების წინ მოუწია საილენტ ჰილის რაღაც ნაწილის თამაში - თუმცა, ძალიან ცოტა ხნით.
[რედაქტირება] იხილეთ ასევე[რედაქტირება] სქოლიო
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||