|
|
რუსული ენა
რუსული ენა — რუსების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის აღმოსავლეთ სლავურ ენებს.
რუსული ენა გამოიყო ძველრუსული ენიდან XIV—XV სს-ში, რომლისგანაც მომდინარეობს აგრეთვე უკრაინული და ბელორუსული ენები. XVII ს-ში რუსი ხალხი ჩამოყალიბდა ერად საკუთარი ეროვნული ენით. რუსული ენის დიალექტურ დაყოფაზე საუბარი შესაძლებელია რუსების ძირძველი განსახლების არეალში, რომლის პირობითი საზღვრებია: სამხრეთით — ტამბოვი და ვორონეჟი, დასავლეთით — სანკტ-პეტერბურგისა და კოტლასის (არხანგელსკის ოლქში) ხაზი, ჩრდილოეთით — ვეტლუგა (ნოვგოროდის ოლქში), აღმოსავლეთით — სარანსკი (მორდოვეთი).
ოფიციალური ენა:
გავრცელების არეალი:
რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი …
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა — Здравствуйте; Привет; Здорово
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება — Добро пожаловать
- გმადლობთ — Спасибо
- კი / არა — Да / Нет
- გეთაყვა — Пожалуйста
- ნახვამდის — До свидания
რიცხვები
- 1 — один
- 2 — два
- 3 — три
- 4 — четыре
- 5 — пять
|
- 6 — шесть
- 7 — семь
- 8 — восемь
- 9 — девять
- 10 — десять
|
|