სხვა ენებზე

რუსეთი

Российская Федерация
რუსეთის ფედერაცია
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: რუსეთის ჰიმნი
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი მოსკოვი
55°45′N 37°37′E
უდიდესი ქალაქი მოსკოვი
ოფიც. ენები რუსული
მთავრობა ფედერაცია საპრეზიდენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი
  -პრ.-მინისტრი ვლადიმირ პუტინი
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
17,075,400 კმ² (პირველი)
 
  13%
მოსახლეობა
 - 2008 სავ.
 - 2002 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
142,000,000 (მე-9)
145,274,019
8.3 ად/კმ² (209-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$$2.076 ტრილიონი (მე-7)

$$14,600 (55-ე)
აგი (2005) 0.802 (მაღალი) (67-ე)
ვალუტა რუბლი (RUB)
დროის სარტყელი (UTC +2-დან +12-მდე)
  -ზაფხულის დრო (UTC +3-დან +13-მდე)
ქვეყნის კოდი RUS
ccTLD .ru, .рф
სატელეფონო კოდი +7

სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

  • ოფიციალური: რუსეთის ფედერაცია.
  • ეროვნული: Россия, Российская Федерация.
  • ეტიმოლოგია: შესაძლოა სახელწოდება მომდინარეობდეს შვედური სიტყვისაგან rus, რაც „მცხოვრებს“ ნიშნავს. თვით რუსული ენით ეს ტერმინი არ აიხსნება.

[რედაქტირება] გეოგრაფია

ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში. ფართობის მიხედვით (17.075.400 კვ. კმ) მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოა. გამოიყოფა დიდი გეოგრაფიული რაიონები — აღმოსავლეთ-ევროპის ვაკე, დასავლეთ-ციმბირის დაბლობი, ცენტრალური ციმბირის მაღლობი. ტერიტორიის ნაწილი მთიან რეგიონებს უკავიათ — ალტაი, ჩრდილოეთი კავკასია, კოლიმა, საიანი, ურალი. უმაღლესი მწვერვალია — იალბუზი, 5,633 მ. მთავარი მდინარეები — ამური, ანგარა, ირტიში, ლენა, ობი, ვოლგა, ენისეი. ტბები — ბაიკალი, კასპიის ზღვა, ლადოგა, ონეგა.

[რედაქტირება] სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა — გარდამავალი.
  • სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი (2008 წლიდან).
  • მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი (2008 წლიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი ფედერალური კრება (ფედერაციის საბჭო — 178 წევრი და სახელმწიფო დუმა — 450 წევრი).
  • პოლიტიკური პარტიები — კომუნისტური პარტია (თავმ. გ. ზიუგანოვი), მოძრაობა „ნაშ დომ — როსია“ (ვ. ჩერნომირდინი), ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (ვ. ჟირინოვსკი), გაერთიანება „იაბლოკო“ (ვ. იავლინსკი).

[რედაქტირება] ტერიტორიული მოწყობა

რუსეთის ფედერაცია 89 თანაბარუფლებიანი სუბიექტისაგან შედგება, მათ შორის — 21 რესპუბლიკაა (республика), 1 ავტონომიური ოლქი (автономная область), 10 ავტონომიური ოკრუგი (автономный округ), 6 მხარე (край), 49 ოლქი (область) და 2 ფედერალური ქალაქი (город — მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი).

2000 წლის მაისში პრეზიდენტის დეკრეტით შემოღებულ იქნა ახალი ადმინისტრაციული დაყოფა — 7 ფედერალური რეგიონი:



რუსეთის ეროვნული რესპუბლიკები


რესპუბლიკა ფართობი
(ათასი კმ²)
მოსახლ.
(ათასი)
დედაქალაქი
ადიღეა 7,6 438 მაიკოპი
ალტაი 92,6 202 გორნო-ალტაისკი
ბაშკირეთი 143,6 4.044 უფა
ბურიატია 351,3 1.003 ულან-უდე
დაღესტანი 50,3 2.094 მაჰაჩყალა
ინგუშეთი 3.8 488 მაგასი
ყაბარდო-ბალყარეთი 12,5 788 ნალჩიკი
ყალმუხეთი 76,1 308 ელისტა
ყარაჩაი-ჩერქეზეთი 14,1 429 ჩერკესკი
კარელია 172,4 736 პეტროზავოდსკი
კომი 415,9 1.163 სიკტივკარი
მარიი ელი 23,2 735 იოშკარ-ოლა
მორდოვეთი 26,2 888 სარანსკი
სახა (იაკუტია) 3.103,0 887 იაკუტსკი
ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია 8,0 689 ვლადიკავკაზი
თათარსტანი 68,0 3.683 ყაზანი
ტივა 170,5 306 კიზილი
უდმურტეთი 42,1 1.596 იჟევსკი
ხაკასეთი 61,9 568 აბაკანი
ჩეჩნეთი-იჩქერია 8.6 490 გროზნო
ჩუვაშეთი 18,3 1.313 ჩებოქსარი

[რედაქტირება] დემოგრაფია

[რედაქტირება] ეკონომიკა

რუსეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ქვეყანას აქვს ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირის მნიშვნელოვანი მარაგები, საშენი ხე-ტყე, სხვა სტრატეგიული მინერალები, რაც ქვეყნის შემოსავლების ძირითადი წყაროა. მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა, სატყეო მეურნეობა და სხვა. მნიშვნელოვანი წილი აქვს სოფლის მეურნეობას. ექსპორტის ძირითადი ელემენტებია — ბუნებრივი გაზი, ნავთობი, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ხე-ტყე, ქვანახშირი, კვების პროდუქტები. ეროვნული ვალუტა — რუსული რუბლი (RUR).

[რედაქტირება] უახლესი ისტორია

1991 წელს სსრ კავშირის დაშლის შემდეგ გახდა მისი სამართალმემკვიდრე. 1992 წელს ჩამოაყალიბა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. 1993 წელს მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია. 90-იანი წლების მე-2 ნახევარში გაურთულდა მდგომარეობა ფედერაციის სუბიექტებთან, განსაკუთრებით თათარსტანთან და ჩეჩნეთთან. ამ უკანასკნელთან საომარი მოქმედებები დღემდე გრძელდება. 1999 წლის ბოლოს პოლიტიკური კავშირი შეკრა ბელარუსთან.

[რედაქტირება] კულტურა

  • არქიტექტურა: პეტერბურგის ისტორიული ცენტრი, კიჟი პოგოსტი, კრემლი და წითელი მოედანი, ამაღლების ტაძარი მოსკოვში, ნოვგოროდი და მისი შემოგარენი, დიდი ნოვგოროდი, ვლადიმირისა და სუზდალის მონუმენტები.
  • სხვა ღირშესანიშნაობები: სოლოვეცკის კუნძულის ისტორიული ანსამბლი, ბაიკალის ტბა, კამჩატკის ვულკანები, კავკასიის მინერალური წყლები.
  • სულიერი კულტურა: რუსული ეპოსი — თქმულება იგორზე (XII ს.).
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: