|
ინსტრუმენტები |
პურანები
პურანა (სანსკრ. पुराण, "გარდასულ ჟამთა მოთხრობა") — ძვ. ინდურ ტექსტთა ორი დიდი კრებული, "დიდი პურანა" (18) და "მცირე პურანა", რომელშიც მოთხრობილია მითიურ გმირთა და მეფეთა, ღმერთთა (დევთა), განსაკუთრებით კი ვიშნუს ორი დიდი გამოცხადების — რამას და კრიშნას ამბავი. ტექსტების დიდი ლიტერატურული გადამუშავება ახალი წელთაღრიცხვის საწყისს ემთხვევა. მთლიანად პურანა დიდი კანონიკური წიგნია ვიშნუიზმის, ინდუიზმის და შივაიზმისა, თავისებური კოსმოგონიის შემცველი. დგას რამაიანას და მაჰაბჰარატას გვერდით. [რედაქტირება] ლიტერატურა
|
||||||||||||||||||||||||||||||