ნოკია

Nokia Corporation
მდებარეობა: ნოკია, ფინეთი

ნოკიას კორპორაცია (Nokia Corporation [nɒkiːə]) არის ფინური მრავალფუნქციური საკომუნიკაციო კორპორაცია, რომლის სათაო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკისთან ახლოს, კეილანიემიში, ესპოოში მდებარეობს. ნოკია ფოკუსირებულია როგორც ფიქსირებულ, ასევე უკაბელო კომუნიკაციებზე და მსოფლიოს 120 ქვეყანაში 112 262 ათასი დასაქმებული ჰყავს. საკუთარ ნაწარმნს 150-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის და წლიური ფინანსური ბრუნვა 51,1 მილიარდი ევრო აქვს. მარტო შარშან ნოკიამ 8 მილიარდი ევროს მოგება ნახა. ნოკია მსოფლიო მასშტაბით მობილური სატელეფონო აპარატების წარმოებით ერთპიროვნული ლიდერია; მიმდინარე წელს მსოფლიო ბაზრის 39% დაიპყრო, შარშან კი 36%-ს ფლობდა უკაბელო კომუნიკაციების სფეროში. ნოკია მობილურებს ყველა უმთავრესი ბაზრისთვის უშვებს. მისი ნაწარმი მხარდაჭერილია როგორც GSM, CDMA, ასევე W-CDMA (UMTS) პროტოკოლებით.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

Opisy na GG Protezy Architekt wnętrz Dowcipy kawały żarty żarcik Płyty meblowe Unibet Doładowanie Hotelarstwo Wymagania - tylko tutaj ! bukmacherzy zakopane kwatery skype tanie pozycjonowanie powiększanie ćwiczenia Leaf AFi 10 kick koparki Bułgaria wczasy Karaoke tani kredyt hipoteczny COOLsurf