ნიკოლა ტესლა

ნიკოლა ტესლა

დაბ. თარიღი: 10 ივლისი 1856
დაბ. ადგილი: ხორვატია
გარდ. თარიღი: 7 იანვარი 1943
გარდ. ადგილი: ნიუ იორკი, აშშ
სფერო: ფიზიკა, მექანიკური ინჟინერია და ელექტრონული ინჟინერია
ცნობილია: გამომგონებელი
ჯილდოები/პრემიები:

ედისონის მედალი (1916), ელიოტ კრესონის ოქროს მედალი (1893), ჯონ სკოტის მეტალი (1934)

ნიკოლა ტესლა; დ. 1856 წლის 10 ივლისს, ავსტრო-ვენგრია, ამჟამად ხორვატია — გ. 1943 წლის 7 იანვარს, ნიუ-იორკში, აშშ) — სერბი და ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში. ეროვნებით იყო სერბი. დაიბადა და გაიზარდა ავსტრო-ვენგრიაში. მოღვაწეობდა საფრანგეთსა და აშშ-ში. 1891 წელს მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა.

ტესლა ცნობილი გახდა ელექტრო და მაგნიტური ენერგიის კვლევაში შეტანილი წვლილისათვის. მის მიერ ჩატარებული თეორიული სამუშაოები იქცა თანამედროვე მოწყობილობათა უმრავლესობის საფუძვლად და მრეწველობითი რევოლუციის წინაპირობად.

ტესლას დროის ადამიანები მას თვლიდნენ ადამიანად, რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა. რადიოს წარდგენისა და დენის ომში გამარჯვების შემდეგ ტესლა აღიარეს ამერიკის გამოჩენილ ინჟინერ-ელექტრიკოსად. იმ პერიოდში ტესლას მიღწევები ნებისმიერ გამომგონებელთან კონკურირებადი იყო.


Informatyka centralwings flights Okna drewniane pozycjonowanie strony Opisy do GG! Najlepsze opisy! Projekty domów NetBiznes - e-biznes Ośrodek Odwykowy Kredyty bielizna Samoobrona Bielsko Obrusy Komputery smycze pozycjonowanie www Poznań kick koparki Bułgaria wczasy Karaoke tani kredyt hipoteczny COOLsurf