|
|
|
კვალი (გაზეთი)„კვალი“, ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი, ეროვნულ-ლიბერალური მიმართულებისა. გამოდიოდა 1893-1904 წლებში თბილისში. 1893-1896 წლებში გაზეთი დიდ ადგილს უთმობდა „მესამე დასის“ დამწყებ ლიტერატორებს. 1897 წლიდან გადავიდა „მესამე დასის“ უმრავლესობის ხელში, ხოლო ბოლშევიკებისა და მენშევიკების ფრაქციებად გაყოფის შემდეგ ქართველი მენშევიკების ორგანო გახდა. ქვეყნდებოდა სტატიები საქართველოს ეკონომიკის, ისტორიის, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის და მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან. იბეჭდებოდა მხატვრული ლიტერატურა, პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები, ბიბლიოგრაფია. რედაქტორი-გამომცემლები — ა. თუმანიშვილი-წერეთლისა (ფაქტობრივი რედაქტორი-გამომცემელი — გ. წერეთელი), ა. ალექსი-მესხიშვილი. დაიხურა მთავრობის განკარგულებით. [რედაქტირება] ლიტერატურა
|