ვიკიპედია:რჩეული სტატიები

მალხმობა: ვპ:რჩეული

რჩეული სტატიები   კანდიდატები   წესები და პროცედურა   არქივი
რჩეული სტატიის ვარსკვლავი

ეს გვერდი ეთმობა რჩეული სტატიების თემას. რჩეული სტატია ვიკიპედიაში წარმოადგენს საუკეთესო ნიმუშს, რომელიც შეიძლება მკითხველს წარედგინოს. ამჟამად ქართულენოვან ვიკიპედიაში 21,354 სტატიაა, მათ შორის კი 133 რჩეულია. ამგვარ სტატიებს ვიკიპედიის მომხმარებლები ირჩევენ. ამისათვის უნდა დასახელდეს კანდიდატები. განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ რჩეული სტატია გარკვეული პერიოდით მთავარ გვერდზე გამოიტანება. გახსოვდეთ, საუკეთესო სტატიები ვიკიპედიის რედაქტორების ერთობლივი ნამუშევარია.

ახალი "რჩეულები"

"ბარსელონა"

საფეხბურთო კლუბი ბარსელონა (მეტსახელად „ბარსა“) — კატალონიის, ესპანეთი, საფეხბურთო კლუბი, დაარსებული 1899 წელს. „ბარსელონა“ ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს ატლეტიკსა და მადრიდის რეალთან ერთად იმ სამ გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც „პრიმერა დივიზიონი“ არასოდეს დაუტოვებიათ. „ბარსა“ გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 18-გზის ჩემპიონობით, 24 ესპანეთის თასით, 7 ესპანეთის სუპერ თასით, 2 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3 უეფას თასითა და 2 ევროპის სუპერ თასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ესპანეთსა და მთელს ევროპაში. კლუბის მთავარი არენაა კამპ ნოუ. 2007 წლის ივნისის მონაცემებით, ბარსას ფანების - „სოსიოსების“ რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. „ბარსელონას“ გულშემატკივრები ცნობილია მეტსახელით „culés“ (კულე). კლუბს ჰყავს სარეზერვო გუნდი „ბარსელონა B“ და ასევე გუნდები სპორტის ოთხ სხვა სახეობაში (კალათბურთი, ხელბურთი, ფუტზალი და როლერ-ჰოკეი). არსებობს სხვა სამოყვარულო გუნდებიც, მათ შორის რაგბიში და ქალთა ფეხბურთში. 2006-07 სეზონის მონაცემებით ს.კ. „ბარსელონა“ მსოფლიოს მესამე უმდიდრესი კლუბი იყო — მისმა შემოსავალმა 291.1 მილიონი ევრო შეადგინა. (…სრულად)


ჯენესისი

ჯენესისი (ინგლ. Genesis) — "გრემის" ჯილდოს მფლობელი ინგლისური ჯგუფი, რომელიც პროგრესიულ როკს უკრავს. ჯგუფი ჩამოყალიბდა 1967 წელს. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია ჯენესისის 150 მილიონამდე ალბომი. იგი ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომების მქონე 30 მუსიკოსის და ჯგუფის რიცხვს ეკუთვნის. ჯგუფის ლიდერები სხვადასხვა დროს იყვნენ პიტერ გებრიელი და ფილ კოლინზი. ორივე მუსიკოსი ასევე წარმატებულ სოლო-კარიერას მიჰყვება.

ჯგუფში გებრიელის ლიდერობისას, საკონცერტო გამოსვლები თეატრალური დადგმების ელემენტებით და ფერადი კოსტიუმებით გამოირჩეოდა. ასევე საგულისხმოა, რომ ჯგუფის გიტარისტი, მაიკ რაზერფორდი, იყო ერთ-ერთი პირველი მუსიკოსი, ვინც 12 სიმიან გიტარაზე უკრავდა. 70-იან და 80-იან წლებში ჯენესისმა ტრადიციული პროგ. როკიდან უფრო მსუბუქ მუსიკაზე გადაინაცვლა, თუმცა მათმა სიმღერებმა სტრუქტურული ხასიათი, ცვლადი რითმი, ტემპი და ჯენესისის მუსიკისათვის დამახასიათებელი სხვა ელემენტები შეინარჩუნა. 1976 წლიდან, ალბომის ”The Lamb Lies Down on Broadway” გამოცემისა და ამავე სახელწოდების ტურის შემდეგ და ჯგუფიდან გებრიელის წასვლის შემდეგ ჯენესისის მთავარი ვოკალისტი ფილ კოლინზი იყო. მასთან ერთად ჯგუფი საერთაშორისო არენაზე გავიდა ალბომებით "Duke" და "Invisible Touch". (…სრულად)


ციცერონის გამოსვლა სენატში

რომის სენატი (ლათინურად - Senatus) — რომის რესპუბლიკის და იმპერიის პერიოდში მართვის მნიშვნელოვანი ორგანო. სიტყვა senex ლათინურად უხუცესს ნიშნავს. თავდაპირველად სენატი სწორედ უხუცესთა საბჭო იყო, ხოლო მოგვიანებით მან ბევრად ფართო მნიშვნელობა შეიძინა.

თქმულების თანახმად, სენატი შეიქმნა რომის დაარსებისთანავე. რომულუსმა, რომის ლეგენდარულმა დამაარსებელმა, საბჭო შექმნა 100 უხუცესი მოქალაქისგან, რომლებსაც მამები - პატრიციუსები ეწოდათ. სენატორები ასრულებდნენ მეფის მრჩევლების როლს, ხოლო მეფის გარდაცვალების შემდეგ, ახალი მეფის არჩევა მათ კომპეტენციაში შედიოდა. ცივილიზაციის დასაბამიდან დღემდე არსებულ მმართველ ორგანოებს შორის რომის სენატმა ყველაზე დიდხანს იარსება, მისი შექმნის შესახებ ზუსტი ისტორიული წყაროები არ მოიპოვება. სენატმა ფუნქციები დაკარგა მხოლოდ III-IV საუკუნეების მიჯნაზე, პრინციპატის დომინანტით შეცვლის შემდეგ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სახეცვლილმა სენატმა რომის იმპერიის აღსასრულამდე იარსება. ამრიგად, სენატმა დაახლოებით 1229 წელი იარსება. ამ დროის განმავლობაში სენატის სახე და ფუნქციები არაერთხელ შეიცვალა. (…სრულად)

სურათზე: ციცერონი სენატში სიტყვით გამოდის. ცეზარე მაკარის ფრესკა (1880-იანები)


თანამედროვე სამაგიდო პერსონალური კომპიუტერის შემადგენლობა

პერსონალური კომპიუტერი (PC) — მიკროკომპიუტერი, რომლის ფასი, ზომა და შესაძლებელობები მიესადაგება ინდივიდუალურ გამოყენებას. ტერმინს პოპულარიზაცია გაუკეთა ეპლ კომპიუტერმა მოდელით ეპლ II 1970-იან წლების ბოლოს, შემდეგ კი IBM-მა საკუთარი მოდელით, ზომისა და მობილურობის მიხედვით "პერსონალური კომპიუტერით" შეცვალა.

1947 წლის 23 დეკემბერიBell Telephone Laboratories სამმა მეცნიერმა უილიამ შოკლეიმ, უოლტერ ბრათეინმა და ჯონ ბარდენმა დემონსტრაცია გაუკეთეს წერტილოვანი კონტაქტის ტრანზისტორის გამაძლიერებლის ახალ გამოგონებას. სახელი „ტრანზისტორი“ არის „გადაცემის წინაღობის“ შემოკლება. 1952 წლის იანვარი — IBM-ს უჩივიან კომპიუტერული ბიზნესის მონოპოლიზაციის გამო. 1956 წლის იანვარი — აშშ-ის რაიონული სასამართლო აკმაყოფილებს სარჩელს; პირველი ტრანზისტირებული კომპიუტერი TX-O (Transistorized Experimental computer - ტრანზისტირებული ექსპერიმენტული კომპიუტერი) შექმნილია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. (…სრულად)

გეოგრაფია

კავკასია

ბუნება & ლანდშაფტი: მყინვარწვერი

ქვეყნები: ჰაიტი

საქართველო: ხევსურეთი · ბედიანი · თავისუფლების მოედანი (თბილისი) · თუშეთი

ქალაქები: ნიუ-იორკი

დასახლებები, უბნები: სოჰო (ნიუ-იორკი) · ჰარლემი

ქუჩები, მოედნები და ბაღები: შანზ-ელიზე

ისტორია

პიროვნებები: დიმიტრი ამილახვარი · ჯუზეპე გარიბალდი · ლუციუს იუნიუს ბრუტუსი · ნუმა პომპილიუსი · პლინიუს უფროსი · ლუი ნიკოლა დავუ · დავით აღმაშენებელი

ძველი: რომის რესპუბლიკა · ბუნების ისტორია (პლინიუსი) · მსოფლიოს შვიდი საოცრება · შუმერი · რომის იმპერია · რომის სენატი

შუა: სტატია

ახალი: განმანათლებლობა

1900–1945: აღმოსავლეთის ექსპრესი · საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

1945 - დღემდე: სტატია

სამხედრო: მეორე სამნიტური ომი · პიროსთან ომი · პირველი მსოფლიო ომი · მეორე მსოფლიო ომი

არქეოლოგია: ნოქალაქევი

მეცნიერება და ტექნიკა

პიროვნებები: კარლ ფრიდრიხ გაუსი · სოკრატე · ნილს ბორი · ნიკო მარი · ვერნერ ფონ ბრაუნი · გოდფრი ჰაროლდ ჰარდი

ბუნებისმეტყველება: შავი ზღვის დატბორვის თეორია

ფაუნა: ნაგაზი · მორიელი · წვერა (სახეობა) · მგელი

ბიოლოგია: უჯრედი

ენათმეცნიერება: კორეული დამწერლობა · ბულგარული ენა

მათემატიკა: მათემატიკა · რვა ლაზიერის ამოცანა · ალბათობის თეორია · ტოპოლოგია

მედიცინა: ცოფი

ტექნიკა: ფაუ-2 · სატურნ V · პერსონალური კომპიუტერი

რელიგია

ვნების კვირა · ჰერაკლე (მითოლოგია) · იუდაიზმი · ყოვლისშემძლეობის პარადოქსი · სვასტიკა · ბორჯღალა

სპორტი

ბიატლონი

უეფას თასი · ბაიერნი (მიუნხენი) · ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)

საზოგადოება

პიროვნებები: გიორგი ქართველიშვილი

საზოგადოება: ქალთა საერთაშორისო დღე · მშრომელთა საერთაშორისო დღე

პოლიტიკა: ევროპის პარლამენტი · საერთაშორისო ურთიერთობები

ფსიქოლოგია: სტატია

სამართალი: სტატია

სოციოლოგია: სტატია

ეკონომიკა: ქართული ლარი

კულინარია: სტატია

ჰერალდიკა: სტატია

ეთნოლოგია: სტატია

ქველმოქმედება: სტატია

პრესა: სტატია

სექსუალობა: სტატია

გართობა: სტატია

ხელოვნება და კულტურა

პიროვნებები: ბახი, იოჰან სებასტიან · ილია ჭავჭავაძე · ვაჟა-ფშაველა · მიხეილ ჯავახიშვილი · ჯორჯია ო'კიფი · ზაქარია ფალიაშვილი · ფრიდა კალო · დავით გურამიშვილი · ელა ფიცჯერალდი · ნიკოლოზ ბარათაშვილი · ვერიკო ანჯაფარიძე · ედიტ პიაფი · რობი სტურუა · ალექსანდრე სოლჟენიცინი · ალენ დელონი · ნიკო ფიროსმანი · კირილ ზდანევიჩი · კუროსავა აკირა · ბორხესი, ხორხე ლუის · ვალტერ გროპიუსი · მადონა · ჯეკ კერუაკი · ანტონიო გაუდი · ალვარ აალტო · ეჟენ იონესკო · ტერენტი გრანელი · ზემფირა · ორჰან ფამუქი

მუზეუმები/ბიბლიოთეკები: პერგამონმუზეუმი · საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა

სახვითი ხელოვნება: სიმბოლიზმი · სიურრეალიზმი · მირ ისკუსტვა · ბრინჯაოს მხედარი · ოპ-არტი

ტრადიცია: ჩიჩილაკი

არქიტექტურა: ნოიშვანშტაინის სასახლე · შარტრის საკათედრო ტაძარი · ტორონტოს ტელეანძა · გუგენჰაიმის მუზეუმი (ბილბაო) · გელათის მონასტერი · ძონგის არქიტექტურა · სვეტიცხოველი · ბაგრატის ტაძარი · უფლისციხე (ძეგლი) · სტალინისტური არქიტექტურა · შიომღვიმე · ქალაქი-მშვენიერი · გუგი · ვარძია

ლიტერატურა და მწერლობა: რომაული ლიტერატურა · დასავლეთის ფრონტი უცვლელია

თეატრი და მუსიკა: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი · პინკ ფლოიდი · დიფ ფარფლი · კოულდპლეი · ლელა წურწუმია · რუსთაველის თეატრი · მარჯანიშვილის თეატრი · ჯენესისი

რადიო, კინო, ტელევიზია: ციცინათელების საფლავი · ექვსი ფუტი მიწის ქვეშ



strona www Apteka ubezpieczenie samochodu www poznań Apartamenty Bułgaria muzyka teledyski Bielizna balustrady Wiersze dla niej i dla niego Fundusze inwestycyjne, tfi Księgarnia Łańcuszki na Gadu Gadu Gry, programy, filmiki, forum Tusze i tonery do drukarek Księgarnia expekt Karaoke kick koparki Bułgaria wczasy COOLsurf