|
ინსტრუმენტები |
ევროპის ერთა თასიევროპის ერთა თასი — რაგბის ჩემპიონატი, რომელიც იმართება ევროპის ეროვნულ ნაკრებებს შორის [რედაქტირება] ისტორიაირბ-ს კონსერვატული მამებისაგან თავმობეზრებულმა ფრანგებმა 1934 წელს ჩამოაყალიბეს რაგბის საერთაშორისო ორგანიზაცია, ფირა, რომელიც ფრანგთა აზრით მოწოდებული იყო ეხელმძღვანელა ირბ-საგან გარიყული რაგბის სამყაროსათვის. 1936,1937 და 1938 წლებში ფირა-მ ჩაატარა თავისი პირველი ჩემპიონატები. მეორე მსოფლიო ომმა რაღა თქმა უნდა ხელი შეუშალა ამ წამოწყებას და მხოლოდ 50-ანი წლების დასაწყისში შეძლო ფირა-მ აღდგინა ეს ტურნირი. 1952 და 1954 წლებში ჩატარდა კიდევ ორი ტურნირი, რომელმაც სამწუხაროდ პოპულარობა ვერ მოიპოვა და ეპიზოდად დარჩა ფირა-ს ისტორიაში. 1965 წლისთვის ფირა -ს წევრთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და ფირა-მ გადაწყვიტა აღედგინა ტურნირი. ამჯერად ტურნირმა გაამართლა და იგი ყოველწლიური გახდა, თუმცა 1973 წლამდე ეს ტურნირები არაოფიციალურად ითვლებოდა. ამ წლიდან ტურნირს ოფიციალური სტატუსი მიენიჭა და ფირა-ს ევროპის ჩემპიონატად იწოდებოდა. ამ დროისთვის საგრძნობლად გაიზარდა მონაწილეთა რიცხვი და ტურნირი უკვე ორ და სამ ჯგუფად ტარდებოდა. გამარჯვებული ძირითადად ფრანგები ხდებოდნენ, რომლებიც ტურნირში მეორე, ხშირად კი მესამე გუნდებით ასპარეზობდნენ. იყო შემთხვევები როდესაც ზოგიერთი მატჩი ფრანგ სამხედრო მოსამსახურეთა ნაკრებსაც უთამაშია ხოლმე. ამ ხანებში, ერთდერთი გუნდი რომელიც ფრანგებს წინააღმდეგობას უწევდა, რუმინეთის ნაკრები იყო, რომელმაც რამოდენიმეჯერ შეძლო კიდეც ჩემპიონატის მოგება. 1987 წლიდან ირბ-მ მსოფლიო თასის გათმაშება დაიწყო და თავის რიგებში ყველა მსურველი მიიღო. ირბ-ს მიერ პრივილიგირებული საფრანგეთი, რუმინეთი და იტალია უკვე აღრ მონაწილეობდნენ ფირა-ს ჩემპიონატებში, რომელიც ფაქტობრივად მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდად იქცა. ამასობაში ევროპაში ახალი სახელმწიფოების გაჩენამ, რომლებიც ფირა-ში და ირბ-ში წევრიანდებოდნენ, მსოფლიოს რაგბის მამები აიძულა ძირეულ რეორგანიზაციაზე წასულიყვნენ. თავად ფირა ფირა-აერ-ად გადაკეთდა, ირბ-ს წევრი გახდა და ევროპული რაგბის ხელმძღვანელობა დაევალა. 1999 წელს ფირა-აერ-მა რეორგანიზაცია ჩაუტარა თავის ჩემპიონატს და 2000 წლიდან დაიწყო ევროპის ერების თასის გათამაშება. [რედაქტირება] ფირა-ს ჩემპიონები და პრიზიორები
შენიშვნა: 1936-73 წლებში ტურნირი ითვლებოდა არაოფიციალურად. 1974 წლიდან კი გახდა ფირა-ს ოფიციალური ტურნირი და ეწოდა ფირა-ს თასი. [რედაქტირება] ევროპის ერების თასის პირველი გათამაშება - 2000პირველი ტურნირის სტარტზე ევროპის 30 ქვეყნის ნაკრები დადგა. ისინი ფირა-აერ-მა წინასწარ დაყო ოთხ ჯგუფად. ეს ჯგუფები ევროპული რაგბის მამებმა წინა წლების შედეგების მიხედვით შეადგინეს. პირველ ჯგუფში, რომელიც უშუალოდ თასისათვის იბრძოდა მოხვდნენ რუმინეთის, ესპანეთის, საქართველოს, პორტუგალიის, ჰოლანდიის და მაროკოს გუნდები. (მაროკოელები, ისევე როგორც ტუნისელები მესამე ჯგუფში ,უკანასკნელად თამაშობდნენ ფირა-აერ-ის პირველობაზე და მათი შედეგები საერთო ჩათვლაში არ შედიოდა). ტურნირის დასკვნითი მატჩი თბილისში (საქართველო - რუმინეთი)ცენტრალურიც აღმოჩნდა. გამარჯვებული თასის პირველი მფლობელი გახდებოდა. რუმინელთა გამოცდილებამ თავისი გაიტანა და თასი ბუქარესტს გაემგზავრა. ვინაიდან მაროკოს ნაკრები მომავალი წლიდან თავისი კონტინენტის ჩემპიონატში გადაერთვებოდა, იმ წელს პირველი დივიზიონი არავის დაუტოვებია. აფრიკელთა მიერ განთავისუფლებული ადგილი კი მეორე დივიზიონის გამარჯვებულმა, რუსეთის ნაკრებმა, შეავსო.
[რედაქტირება] ევროპის ერების თასის მეორე გათამაშება - 2001თასის მეორე გათმაშებამ აჩვენა რომ, თასის ძირითდი მაძიებლები რუმინეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები არიან. თუმცა ქართველებს რუსების სახით, ძველი და მეტად პრინციპული მეტოქე გამოუჩნდათ. საბჭოთა ხანაში მეზობლები მხოლოდ საკლუბო დონეზე ხვდებოდნენ ერთმანეთს, ახლა კი ნაკრებების ჯერი დადგა. ეს ამ გუნდების მეორე შეხვედრა გახლდათ და კრასნოდარში ქართველებმა რევანში აიღეს სოპოტში დამარცხებისათვის. ტურნირის ცენტრალური მატჩი კი შარშანდელივით მისი ბოლო შეხვედრა გამოდგა. მეტოქეებიც კვლავ იგივენი იყვნენ, ოღონდ ამჯერად ბრძოლა ბუქარესტში გაიმართა. ბორჯღალოსნებმა კარპატელბსაც აუღეს რევანში და თასი თბილისში ჩამოიტანეს. ფირა-აერ-მა მსოფლიოს თასის გათმაშების გამო თვისი ჩემპიონატი ამ თასის ევროპული ზონის შესარჩევი ტურნირის საკვალიფიკაციოდ გამოიყენა და ამ კლასიფიკაციას ორწლიანი ციკლით ადგენდა. ამიტომაც ამ წელს მეორე დივიზინის გამარჯვებულს (უკრაინა)მომავალ წელს პირველში თამაშის უფლება არ მისცა. თვისთავად არც პირველი დივიზიონი დაუტოვებია მის აუტსაიდერს - ჰოლანდიის ნაკრებს
[რედაქტირება] ევროპის ერების თასის მესამე გათამაშება - 2002ამ ტურნირს მსოფლიოს თასის შესარჩვი ტურნირის საკვალიფიკაციო დატვირთვაც ქონდა და გუნდები ცდილობდნენ უფრო მოხერხებული და თავისთვის სასურველი მეტოქე და კალენდარი დაებევებინათ შესარჩევი ტურნირისათვის. კვალიფიკაცია კი წინა, 2001 წლის და ამ ჩემპიონატის ქულათა ჯამით დგებოდა. ქართველები ძირითდად ამ უკანსაკნელზე აკეთებდნენ აქცენტს, თუმცა რაღა თქმა უნდა არც ერთა თასზე ამბობდნენ უარს. გადამწყვეტი მატჩი კვლავ უკვე ტრადიციული მეტოქეებს შორის გაიმართა. თბილისში ამჯერადაც რუმინელებმა იმარჯვეს და თასი კვლავ დაიბრუნეს. ქართველები მეორე ადგილზე დარჩნენ. ამ მატჩში პირველად გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც ქართული რაგბის მეოხთა ლიგამ დააწესა რუმინეთ - საქართველოს საცილოდ და რომელიც ვეტერანმა მორაგბემ, ირაკლი ჯაფარიძემ შექმნა.
[რედაქტირება] ევროპის ერების თასის მეოთხე გათამაშება - 2003/04ტურნირს ახალი ჩემპიონი გამოუჩნდა. ეს პორტუგალიის ნაკრები გახლდათ. ბოლო წლებში პორტუგალიელებმა საკმაოდ მოუმატეს, თუმცა იყო ისეთი გარემოებებიც, რომელებმაც ხელი შეუწყვეს ლათინთა გაჩემპიონებას. ჯერ იყო და რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებები ამ ტურნირს მსოფლიო თსისათვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავდნენ. მსოფლიო თასის დამთვრების მერე თაობათა ცვლა დაიწყო საქართველოს ნაკრებში, რომელმაც პირველად ვერ მიიღეო მონაწილეობა უშუალოდ თასისათვის ბრძოლაში. რუმინელებმა პირველ წრეში სათანადოდ ვერ შეაფასეს პორტუგალიელები და პირველად დამარცხდნენ ლისაბონში. კარპატელებს კიდევ შეეძლოთ თასის შენარჩუნება, მაგრამ ასევე მოულოდნელად დამარცხდნენ რუსეთთან, რამაც გადაწყვიტა კიდეც თასის ბედი პორტუგალიელთა სასარგებლოდ. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ეს ტურნირი პირველად ჩატარდა ორწლიანი ციკლით, თუმცა პირველი წრის ბოლო ტურისათვის ამის შესახებ არ იცოდა არავინ: არც გუნდებმა, არც ჟურნალისტებმა და რაღა თქმა უნდა არც გულშემატკივრებმა.
[რედაქტირება] ევროპის ერების თასის მეხუთე გათამაშება - 2005/06ეს ტურნირიც მსოფლიოს 2007 წლის თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდად განიხილებოდა. ირბ-ს მრავალსაფეხურიანი შესარჩევი ტურნირების სისტემა საკმაო ფორას აძლევდა მაღალ ადგილებზე განლაგებულ გუნდებს. აქვე თუ გავითვალისწინებთ ირბ-ში გამეფებულ ,,უფროსთა და ნათესავთა” ფარული (მსაჯის ხელშეწყობით) დახმარების წესს, ქართველთათვის ეგებ ის მეორე ადგილიც ჯობდა პირველს, თუმცა ბორჯღალოსნებს ცდა არ დაუკლიათ თასის დასაუფლებლად. ცენტრალური მატჩი ამჯერადაც ქართველთა და რუმინელთა შეხვედრა აღმოჩნდა ბუქარესტში. მასპინძლებმა იგი მოიგეს და თასი კვლავ ბუქარესტში დააბრუნეს, ქართველებმა კი მეორე ადგილთან ერთად მსოფლიო თასის შესარჩევი თამაშების კარგი განრიგი მიიღეს და შემდგომში იგი გამოიყენეს კიდეც.
[რედაქტირება] ევროპის ერების თასის მეექვსე გათამაშება - 2007/08ამ ტურნირმა თასის ახალი მოცილე დაასახელა. ეს რუსეთის ნაკრები გახლდათ. რუსებმა ორივე მატჩი მოუგეს ყველას საქართველოს გარდა. ქართველთა ყოფილმა დამრიგებელმა, კლოდ სორელმა, სულ სხვანაირად აათმაშა რუსები და შედეგიც საკადრისი მიიღო. სუსტად გამოვიდნენ რუმინელები. განსაკუთრბით მეორე წრეში, როცა უარი თქვეს ლეგიონერებზე და ახალი გუნდის შენებას შეუდგნენ. ახალი მწვრთნელით შეხვდა მეორე წრეს საქართველოს ნაკრებიც. ავსტრლიელი თიმ ლეინი ხელხვავიანი გამოდგა. მან სულ ექვს მატჩში უხელმძღვანელა ბორჯღალოსნებს და ორი თასი მოიგო. პირველი, ანთიმოზ ივერიელის თასი, თბილისში რუმინელთა ძლევის, ხოლო მეორე, ევროპის ერთა თასი, კრასნოიარსკში, თოვლიან მოედანზე რუსთა გაბიაბურების შემდეგ იქნა მოპოვებული. ამავ დროულად ლეინი და მისი თნაშემწეები, ლევან ცაბაძე და ვიქტორ დიდებულიძე გეგმაზომიერად აძლევდნენ ახალგაზრდებს თავის გამოჩნის საშუალებას. ასე რომ, საფრანგეთის მსოფლიო თასზე წარმატებული გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა წარმატებით გააგრძელა და მეორედ დაეუფლა ევროპის ერთა თასს.
[რედაქტირება] ქვედა დივიზიონებიფირა-აერ-ის თასის გათმაშების ქვედა დივიზიონებში ჩამბული ყავს თითქმის თავისი ყველა წევრი. ისინი დაყოფილი არიან რამდენიმე დივიზიონად. იდეაში იყო ის რომ, დივიზიონების გამარჯვებულებს მომავალ გათმაშებაში შეეცვალათ ზემოთა დივიზიონის აუტსაიდერები, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდებოდა. ტურნირები ძირითადად ერთწლიანი ციკლით, ანუ ერთ წრედ, იმართებოდა, თუმცა იყო გამონაკლისებიც. 2007/2008 წლების გათამაშებები კი ყველა დივიზიონისათვის ჩატარდა ორ წრედ. ამ დივიზიონებში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გუნდებმა (უკრაინა, მოლდოვა, ლიტვა,ლატვია). სტაბილურად გამოდიან გერმენელები, ბელგიელები და პოლონელები. საერთოდ ეს ტურნირები ამ გუნდებისათვის პრაქტიკულად ერთდერთი შანსია საერთაშორისო სარბიელზე გასვლისა და ამიტომაც ფირა-აერ-ის თითქმის ყველა წევრი მონაწილეობს მასში.
შენიშვნა: 2003/3004 წლებში მეორე (II -A) და მესამე ( II - B) დივიზიონებისათვის ჩატარდა ორწლიანი ტურნირი. 2005/2006 წლებში ყველა ჯგუფისათვის ჩატარდა ორ წელზე გაწელილი ერთწრიანი ტურნირი. 2003 და 2004 წლებში III - C ჩატარდა ოლიმპიური სისტემით. [რედაქტირება] საქართველოს ნაკრები ერების თასზესაქართველოს ნაკრები მონაწილეობდა ევროპის ერთა თასის ყველა, ექვსივე გათამაშების უმაღლეს დივიზიონში. ბორჯღალოსნების მონაგარი ამ ხნის მანძილზე არის ორი - პირველი, სამი - მეორე და ერთი მესამე ადგილი. სულ ქართველებმა ევროპის ერთა თასზე ჩაატარეს 45 შხვედრა, საიდანაც მოიგეს 33, ფრედ დაამთავრეს 2 და წააგეს 10 მატჩი. სათამაშო ქულების შეფარდება 1334 - 644. ლელოების 177-54. საქართველოს ნაკრების შედეგები ცალკეულ მეტოქეებთან ასე გამოიყურება:
გუნდს ამ წლებში ხელმძღვანელობდნენ: კლოდ სორელი - 2000-2003 წლები, მალხაზი ჭეიშვილი (ასისტენტები - პაატა ნარიმანაშვილი და დავით ჩავლეიშვილი)- 2004-2007 და თიმ ლეინი (ასისტენტები - ლევან ცაბაძე და ვიქტორ დიდებულიძე) - 2008. საქართველოს ღირსებას ამ ტურნირებში იცავდა სულ 98 მორაგბე. ექვსივე ტურნირში მიიღეს მონაწილეობა ი.აბუსერიძემ, ა.გიორგაძემ, ი.ზედგინიძემ, ვ.დიდებულიძემ, გ.ლაბაძემ, ზ.მჭედლიშვილმა, მ.ურჯუკაშვილმა, გ.შველიძემ, ბ.ხამაშურიძემ და პ.ჯიმშელაძემ. ყველა ზემოთჩამოთვლილი მორაგბე ევროპის ერთა თასის ორგზის მფლობელია. მათ გარდა ორჯერ ფლობდნენ ევროპის თასს ბ.უდსეიანი და ლ.ჯაველიძე . მორაგბეებმა ჩაატარეს: 34 მატჩი - ილია ზედგინიძე, ირაკლი აბუსერიძე, 29 - პავლე ჯიმშლიძე, 28 - მალხაზ ურჯუკაშვილი, თედო ზიბზიბაძე, 27 - ბესიკ ხამაშურიძე, აქვსენტი გიორგაძე, 26 - გოდერძი შველიძე, 23 - ვიქტორ დიდებულიძე, 21 - ზურაბ მჭედლიშვილი, გია ლაბაძე, 20 - დავით ბოლღშვილი, ბესო უდესიანი, ვასილ კაცაძე, 19 - ბიძინა სამხარაძე, 18 - ოთარ ბარკალაია, ბადრი ხეხელაშვილი, ვანო ნადირაძე, მამუკა გორგოძე, 17 - რატი ურუშაძე, ირაკლი გიორგაძე, გიორგი ჩხაიძე, 16 - მევლუდ მთიულიშვილი, 15 - მერაბ კვირიკაშვილი, ზვიად მაისურაძე, 14 - ლევან დათუნაშვილი, ლევან ცაბაძე, გიორგი შკინინი, 13 - დავით დადუნაშვილი, ირაკლი მაჩხანელი, ტარიელ რატიანიძე, 11 - დავით კაჭრავა, კახა ალანია, ავთნდილ კოპალიანი, 10 - მამუკა მაგრაქველიძე, 9 - ნონო ანდღულაძე, დავით ზირაქაშვილი, მიხეილ სუჯაშვილი, 8 - გიორგი ელიზბარაშვილი, გრეგორ იაშვილი, ილია მაისურაძე, რეზო გიგაური, დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ აბაშიძე, 7 - სოსო ნიკოლაენკო, ლექსო გუგავა, ლევან ჯაველიძე, კახა უჩა ვა, შოთა მოდებაძე, 6 - შალვა სუთიაშვილი, ლაშა მალაღურაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ლაშა ფირფილაშვილი, დავით გასვიანი, ირაკლი ნატრიაშვილი, დავით ბასილაია, 5 - ბუბა კვინიხიძე, თემურ სოხაძე, გიორგი ბუგიანაშვილი, ელგუჯა იოვაძე, დავით ქუმბრიაშვილი, სანდრო ესაკია, 4 - ირაკლი გუნდიშვილი, შალვა პაპაშვილი, გიორგი კაჭარავა, გიორგი ნემსაძე, სანდრო მაისურაძე, გიორგი კუთრაშვილი, ოთარ ელოშვილი, 3 - დავით კიკნაძე, არჩილ ქავთარაშვილი, ნიკა იურინი, დავით ვართანიანი, რევაზ ბელქანია, სანდრო თოდუა, 2 - ირაკლი ყაისაშვილი, იოსებ პარწიკანაშვილი, დავით ჟღენტი, ნიკოლოზ ჭავჭავაძე, შოთა მელიქიძე, გიორგი ჟღენტი, ანტონ ფეიქრიშვილი, სანდრო მჭედლიშვილი, დავით აშვეთია, 1 - ლევან ღვაბერიძე, დავით ბარამიძე, შავლეგ ჯანელიძე, კოტე ჯინჭარაძე, ირაკლი მოდებაძე, დენის პინჩუკოვი, ლუკა ხაჩირიშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, დავით გურგენიძე, გიორგი მჭედლიშვილი, სანდრო ნიჟარაძე, დავით ჩიჩუა. 1334 ქულა გუნდს შესძინეს: 227 - ჯიმშელაძე, 145 - ურჯუკაშვული, 65 - ზედგინიძე, გორგოძე, 55 - ზეიბზიბაძე, 50 - ა.გიორგაძე, 44 - კვირიკაშვილი, 40 - ხამაშურიძე, 37 - ბარკალაია, 35 - ლაბაძე, 34 - კვინიხიძე, 30 - კაცაძე, მაჩანელი, უდესიანი, შველიძე, ცაბაძე, 25 - დადუნაშვილი, ურუშაძე, ხეხელაშვილი, 20 - აბუსერიძე, ბოლღაშვილი, 16 - კიკნაძე, მალაღურაძე, 15 - ზ.მჭედლიშვილი, ზ.მაისურაძე, დ.კაჭარავა, ქავთარაშვილი, ჩხაიძე, შკინინი, 13 - ი.გიორგაძე, 10 - აბაშიძე, შ.მოდებაძე, დიდებულიძე, დათუნაშვილი, ელოშვილი, იაშვილი, ჩხიკვაძე, 5 - ბასილაია, გიგაური, გუნდიშვილი, გუგავა, ი.მაისურაძე, ზირაქიშვილი, სამხარაძე, ნადირაძე, კოპალიანი,ნიკოლაენკო, ღვაბერიძე, 4 - იურინი, ყაისაშვილი, 2 - სოხაძე, ელიზბარაშვილი.
|