დეკანოზი

დეკანოზი (ბერძნ.) 1. საეკლესიო იერარქიაში — უფროსი მღვდელი, ქართულ მონასტრებში — მღვდლებისა და მგალობლების უფროსი; მონასტრის წინამძღვრის შემდეგ მეორე პირი, მისი თანაშემწე მღვდელმსახურებაში. დიდ ეკლესიებში დეკანოზს ზოგჯერ ცალკე სამრევლო — "სადეკანოზო" ებარა. დეკანოზი შეესაბამება რუსულ პროტოიერეის.

2. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში — ხატის მსახური, რომელიც სახატო რიტუალს (დროშებისა და ხატების გამოსვენებას, დალოცვას, მსხვერპლის შეწირვის წესს) ასრულებდა და ხატის ქონებას განაგებდა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ. 444, თბ., 1978

Opisy Filmy Śmieszne Filmy Samochody używane Noni Kursy walut Muzyka Pozycjonowanie Deratyzacja Tapety na pulpit wikipedia pisanie prac apteczki pierwszej pomocy Tusze do drukarek Złomowanie kick koparki Bułgaria wczasy Karaoke tani kredyt hipoteczny COOLsurf