|
ინსტრუმენტებისხვა ენებზე
|
ვიკიპედია:გვერდების სახელებიერთობლივი ეფექტური და კოორდინირებული მუშაობისათვის ქართული ვიკიპედიის მონაწილენი უნდა შეთანხმდნენ ზოგად პირობებზე, რომლებიც სტატიების სახელდებას შეეხება. ქვემოთ აღწერილი წესებიდან უმრავლესობა ალბათ ცალსახად მისაღებია, თუმცა ზოგიერთს შეიძლება დასჭირდეს განხილვა ან დაზუსტება.
ანბანისტატიების დასახელება იწერება ნუსხური ასოებით. რიცხვი და ბრუნვასტატიების დასახელება უნდა იყოს მხოლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაში. გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც:
სიტყვათა რიგისტატიების დასახელებაში გამოყენებულ უნდა იქნეს სიტყვათა ბუნებრივი რიგი, მაგალითად: ნაკიანი წელი და არა ”წელი ნაკიანი” ან ”წელი, ნაკიანი”. თუ რაიმე აუცილებლობა არსებობს, ძირითად სტატიას უნდა ეწოდოს “ნაკიანი წელი”, ამავე დროს შეიქმნას ახალი სტატია ალტერნატიული სახელწოდებით, რომლის ტექსტში იქნება მხოლოდ გადამისამართების აღნიშვნა. განმეორებადი სახელებირაც უფრო გაიზრდება ქართული ვიკიპედია, მით უფრო მეტი შანსი იქნება იმისა, რომ ერთი და იგივე სახელიანი სტატიები გამოჩნდეს, მაგალითად: 1492 არის წელიც და ფილმიც (კოლუმბის შესახებ), პითონი არის ქვეწარმავალიც და პროგრამირების ენაც. ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება განისაზღვოს რომელია პირველადი, საბაზო ტერმინი და მას მიენიჭოს მარტივი სახელწოდება, ხოლო მეორეს (მესამეს და ა.შ.) - შესაბამისი განმარტება მიეთითოს ფრჩხილებში. ჩვენს მაგალითებში: 1492 პირველ რიგში იწვევს კალენდარული წლის ასოციაციას, ამიტომ პრიორიტეტი მას ეკუთვნის. მეორე სტატიას უნდა ეწოდოს: 1492 (ფილმი) და არა სხვა რომელიმე ფორმატით (”1492, ფილმი”, ”1492 - ფილმი”, "1492 (ფილმი კოლუმბზე”). ანალოგიურად არის საქმე ”პითონის” შემთხვევაშიც. პითონი პირველ რიგში ქვეწარმავალია, რომელიც დედამიწაზე დიდი ხანია არსებობს და კიდევ იარსებებს, ხოლო პროგრამირების ენა ახალია და შესაძლოა ხვალ იგი აქტუალური აღარ იყოს ან სახელი შეიცვალოს. იგივე შეიძლება ითქვას განმეორებად გეოგრაფიულ სახელებზე. მაგალითად, “ლუქსემბურგი” ჰქვია ევროპის სახელმწიფოს, ამავე სახელმწიფოს დედაქალაქს, ბელგიის ერთ-ერთ პროვინციას. უპრიანი იქნება, თუ მარტივ სახელს დავუტოვებთ სახელმწიფოს, ვინაიდან ამ აზრით უფრო ხშირად იქნება ეს ტერმინი, ხოლო დანარჩენებს დავარქვათ სახელები: ლუქსემბურგი (ქალაქი), ლუქსემბურგი (პროვინცია). საკუთარი სახელებიბიოგრაფიული სტატიების დასახელება იწერება ბუნებრივი ფორმატით: აკაკი წერეთელი, იოჰან სებასტიან ბახი, აკირა კუროსავა, მაო ძე-დუნი - ნებისმიერი წარმოშობის გვარებისათვის.
თუ ერთი და იმავე სახელით რამდენიმე პიროვნება არსებობს, მათი სახელის გვერდზე ფრჩხილებში მიეწერება პროფესია, დინასტია ან ქვეყანა.
შენიშვნები:
გეოგრაფიული ობიექტებითუ გეოგრაფიულ სახელს, მთას, მდინარეს, ზღვას, ტბას აქვს უნიკალური სახელი, ასევე დაარქვით სტატიას. მაგალითი: მტკვარი და არა ”მდინარე მტკვარი”, ”მდ. მტკვარი” ან ”მტკვარი (მდინარე)”. თუ გეოგრაფიული ობიექტის სახელი სხვა რამესაც ჰქვია, მაშინ უნდა გადაწყდეს რომელი უფრო მნიშვნელოვანი და ცნობილია. მაგალითად, ”წინანდალი” ჰქვია სოფელსაც და ღვინის სორტსაც. ბუნებრივი იქნება, თუ სტატიას სოფლის შესახებ დაერქმევა წინანდალი, ხოლო ღვინის შესახებ - წინანდალი (ღვინო). სპეციალური ტერმინებისასურველია ყველა უცხოური ტერმინის გაქართულება, მაგრამ ამას მარტო ჩვენ და ამ პროექტის ფარგლებში ვერ შევძლებთ. თუ ტერმინის ქართული სახელწოდება არ არსებობს, ჯერ არ დამკვიდრებულა მყარად ან მისი ბევრი ვერსია არსებობს, უმჯობესია გამოვიყენოთ ორიგინალური დასახელება და გადამისამართების ხერხი. მაგალითად, ძნელია მოუძებნო ზუსტი ქართული შესატყვისი პროგრამას Windows ან პროგრამირების ენას, რომელსაც ჰქვია C#. თარიღებისათაურებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს თარიღებიც. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია შემდეგი ფორმატების გამოყენება:
თუ თქვენ ტექსტში გსურთ გამოიყენოთ სხვა ფორმატის თარიღი, ჩაწერეთ თქვენი შეხედულებისამებრ, მაგრამ გადამისამართება გაუკეთეთ ზუსტ სათაურზე ამგვარად: [[ძვ. წ. 480|ძვ. წ.-ის 480 წელი]] ან [[XX საუკუნე|მე-20 საუკუნე]], აქედან მეორე ნაწილი გამოჩნდება ეკრანზე, ხოლო პირველი იქნება შესაბამის სტატიაზე მიმართვა. მონარქების სახელებიმონარქების სახელებში გამოყენებულია რიგითი ნომრები, რომლებიც ტრადიციულად რომაული ციფრებით იწერება:
იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის უფრო მისაღებია ტექსტში არაბული ციფრებით ჩაწერა (მაგ. გიორგი მე-4), გამოიყენეთ გადამისამართების პრინციპი: [[გიორგი IV |გიორგი მე-4]]. დამხმარე განყოფილებები
|