ბრაზილიური პორტუგალიური

ბრაზილიური პორტუგალიური (português brasileiro [pohtu'gejʃ brazi'le(j)ru]) — განსხვავდება პორტუგალიურისაგან (პორტუგალიაში სალაპარაკო ენა) შემდეგი თვისებებით:

  • წარმოთქმა (ბრაზილიაში რეგიონალურად განსხვავდება)
  • ორთოგრაფია (მართლწერა)
  • გრამატიკა
  • ლექსიკა

სექციების სია

[რედაქტირება] წარმოთქმა

ცალკეულ რეგიონში წარმოთქმა სხვადასხვაა, მიუხედავად ამისა ყოველი მათგანი აღიარებულია როგორც სწორი.

  • ხმოვნები:
a- ყველა პოზიციაში იკითხება როგორც ღია [a] გარდა პოზიციისა m, n და nh-ის წინ; m, n და nh-ის წინ როგორც დახურული , ცოტათი ცხვირისმიერი [ɐ]. წააგავს ინგლისურ a-ს სიტყვაში: about (Brit. Eng.).
e- მახვილით, m, n, [ʃ], [ʒ], lh, nh-ს წინ და აგრეთვე მახვილიანი მარცვლის წინ - დახურული [e]. მაშინაც დახურული, თუ წინა მარცვალს es, ex თანხმოვანი მოსდევს; მახვილიანი მარცვლის წინ როგორც [i]: menino [mi'ninu] - ბიჭი, estar [i'ʃtah] - ყოფნა ; აგრეთვე უმახვილო სიტყვებში როგორც [i]: e [i] - და (კავშირი), de [dʒi] - -დან; -ზე; -ით; შესახებ ; დანარჩენ შემთხვევაში როგორც ღია [æ].
i- [i].
o- უმახვილო მარცვალში r, n, m-ს წინ, მახვილიანი მარცვლის წინ, მახვილით m, n და nh-ს წინ იკითხება როგორც დახურული [o]; მახვილიან მარცვალში როგორც ღია [o]; მახვილიანი მარცვლის წინ და აგრეთვე უმახვილო მარცვალში სიტყვის ბოლოს როგორც [u]: bonito [bu'nitu] - ლამაზი.
u- [u].
  • ორალური დიფთონგები:
ai- [aj]; [a] - თუ მომდევნო მარცვალში [ʃ] ან [ʒ] მოდის: caixa ['ka] - ყუთი.
au- [aw].
ei- [ej]; [e] - თუ მომდევნო მარცვალში [ʃ] ან [ʒ] მოდის : peixe ['pi] - თევზი.
éi- [æj].
eu- [ew].
éu- [æw].
iu- [iw].
oi- [oj].
ói- [ɔj] (ღია [ɔ]!!!).
ui- [uj].
  • ნაზალური (ცხვირისმიერი) ხმოვნები:
im, in- ცხვირისმიერი [ĩ].
em, en- ცხვირისმიერი [ẽ] - სიტყვის შიგნით: entrar [ẽ'trah] - შესვლა.
um, un- ცხვირისმიერი [ũ].
om, on- ცხვირისმიერი [õ].
am, an, ã- ცხვირისმიერი [ã] - სიტყვის შიგნით.
  • ნაზალური (ცხვირისმიერი) დიფთონგები:
ão, am- ცხვირისმიერი [ãw]; am- იკითხება როგორც ცხვირისმიერი [ãw] სიტყვის ბოლო უმახვილო მარცვალში (ზმნის ფორმებში): falam ['falãw] - ლაპარაკობენ (ისინი), ლაპარაკობთ (თქვენ), ლაპარაკობთ (თქვენ (თავაზიანი ფორმა, მრავლობითი რიცხვი)).
õe- [õj].
em, en- [ẽj] - სიტყვის ბოლო უმახვილო მარცვალში (ზმნის ფორმებში): fazem ['fazẽj] - აკეთებენ (ისინი), აკეთებთ (თქვენ), აკეთებთ (თქვენ (თავაზიანი ფორმა, მრავლობითი რიცხვი)).
ãe- [ãj].

შენიშვნა: ორალური დიფთონგი "ui" მხოლოდ სიტყვაში muito ['mũjtu] - ბევრი; ძალიან - იკითხება როგორც ცხვირისმიერი დიფთონგი [ũj] !!!

  • თანხმოვნები და თანხმოვანთა ჯგუფები:
b- [b].
c- [s] - e-ს და i-ს წინ: cedo ['sedu] - ადრე; დანარჩენ შემთხვევაში როგორც [k].
ç- [s] - a, o, u-ს წინ: cabeça [ka'besa] - თავი.
ch- [ʃ].
d- [d]; i და e [i]-ს წინ როგორც [dʒ]: universidade [univehsi'dadʒi] - უნივერსიტეტი.
f- [f].
g- [g] - a, o, u-ს და თანხმოვნების წინ; e-ს და i-ს წინ - [ʒ].
gu- [g] - e-ს და i-ს წინ .
- [gw] - e-ს და i-ს წინ.
h- [ ] - არ იკითხება!
j- [ʒ].
l- [l]; როგორც მარცვლის ბოლო შემადგენელი ნაწილი (a, e, i, o, u-ს შემდეგ) წარმოითქმის როგორც ინგლისური w [w]: Brasil [bra'ziw] - ბრაზილია (ქვეყანა).
lh- [ʎ].
m- [m]; და ნაზალურად (ცხვირისმიერად) [~] - am, em, im, om, um---> ნაზალური (ცხვირისმიერი) ხმოვნები და დიფთონგები.
n- [n]; და ნაზალურად (ცხვირისმიერად) [~] - an, en, in, on, un---> ნაზალური (ცხვირისმიერი) ხმოვნები და დიფთონგები.
nh- [ɲ].
p- [p].
qu- [k] - e-ს და i-ს წინ; a-ს და o-ს წინ - [kw].
- [kw] - e-ს და i-ს წინ.
r- [r] - ხმოვნებს შორის, თანხმოვნების შემდეგ გარდა l, n, s; r - იკითხება როგორც [h]: 1) rr (ორმაგი r) ხმოვნებს შორის: carro ['kahu] - მანქანა (ავტომობილი). 2) სიტყვის თავში: rico ['hiku] - მდიდარი. 3) თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს: perder [peh'deh] - დაკარგვა. 4) l, n, s-ს შემდეგ: Enrico [ẽ'hiku] - ენრიკო (მამაკაცის სახელი).
s- [s] - სიტყვის თავში, სიტყვის ბოლოს; ხმოვნებს შორის და b, d, g, v, z, j, m, n-ს წინ - [z]. შენიშვნა: რიო დე ჟანეიროში (o Rio de Janeiro [,u 'hiu dʒi ʒane(j)ru] - პორტ. იანვრის მდინარე) სიტყვის ბოლოს და თანხმოვნების წინ როგორც [ʃ].
sc- [s] - e-ს და i-ს წინ; დანარჩენ შემთხვევაში როგორც ცალკეული ასობგერა.
t- [t]; [tʃ] - e [i]-ს და i-ს წინ: arte ['ahtʃi] - ხელოვნება.
v- [v].
x- [ʃ] - უმეტესად; [s] - ex თანხმოვნის წინ; [z] - ex ხმოვნის წინ; [ks] ზოგიერთ, წარმოშობით ლათინურ, სიტყვებში.
z- [z] - სიტყვის თავში და ხმოვნებს შორის; სიტყვის ბოლოს - [s].

შენიშვნა: ხშირად ხდება დიფთონგის წარმოშობა სიტყვის ბოლო მახვილიან მარცვალში, თუ ის s-ით ან z-ით ბოლოვდება: rapaz [ha'pajʃ] - ბიჭი; pés ['pæjʃ] - ფეხები.

[რედაქტირება] ორთოგრაფია (მართლწერა)

პორტუგალიურში არსებობს გრაფიკული მახვილი: ( ´ ) - acento agudo; ( ` ) - acento grave; ( ^ ) - acento circunflexo.

  • მახვილი:
    • პოტუგალიურში მახვილი უმეტესად სიტყვის ბოლოდან მეორე მარცვალზეა, თუ სიტყვა ორალურ ხმოვანზე ბოლოვდება (i-ს და u-ს გარდა) და აგრეთვე m და n-ზე: cidade [si'dadʒi] - ქალაქი; homem ['omẽj] - კაცი.
    • მახვილი სიტყვის ბოლო მარცვალზეა: -(i)- თუ სიტყვა ორალურ დიფთონგზე, ნაზალურ (ცხვირისმიერ) ხმოვანზე (em, en, am, an-ს გარდა) და ნაზალურ (ცხვირისმიერ) დიფთონგზე (am, em, en-ს გარდა) ბოლოვდება: perguntei [pehgũ'tej] - ვიკითხე (შეკითხვა); alemão [ale'mãw] - გერმანელი. -(ii)- თუ სიტყვა i და u-ზე ბოლოვდება: abacaxi [abaka'ʃi] - ანანასი. თუ სიტყვა თანხმოვანზე ბოლოვდება (m ან s-ს გარდა): diretor [dʒire'toh] - დირექტორი.
    • გრაფიკული მახვილის ფუნქცია:
      • (´) - აჩვენებს, რომ მარცვალი მახვილიანი და ღიაა: alguém [aw'gæ̃j] - ვიღაცა.
      • (`) - გამოიყენება წინსართი "a"-ს შერწყმის დროს შემდეგ შემთხვევებში:
        • a+a/as(მდ.სქეს. განსაზღვრული არტიკლი)= à/às
        • a+aquele/aqueles/aquela/aquelas(ჩვენებითი ნაცვალსახელი - "ის")= àquele/àqueles/àquela/àquelas
        • a+aquilo(უცვლელი ჩვენებითი ნაცვალსახელი - "ის")= àquilo
      • (^) - დაესმის მხოლოდ a(â), e(ê), o(ô)-ს და აჩვენებს, რომ მარცვალი მახვილიანია და დახურული: estômago [iʃ'tomagu] - კუჭი.

გრაფიკული მახვილი გამოიყენება იმ შემთხვევაში:

  • თუ სიტყვის მახვილიანი მარცვალი ზემოაღნიშნულ წესებს არ ეყრდნობა: vo [vo'se] - შენ; bado ['sabadu] - შაბათი.
  • რათა ორი ხმოვნის შეხვედრის დროს დიფთონგის წარმოშობა თავიდან ავიცილოთ: saúde [sa'udʒi] - ჯამრთელობა.
  • რათა ერთ მარცვლიან სიტყვებში ხმოვნების a, e, o წარმოთგმა წერის დროს განვასხვავოთ:
    • [da] - აძლევს da [da] - -დან (de+a= da)
    • é [æ] - ხარ (შენ), არის (ის), ხართ (თქვენ(თავაზიანი ფორმა, მხ.რიც.)) e [i] - და (კავშირი)
    • pôr [poh] - დადება por [puh] - -ით, საშუალებით
    • nós [nojʃ] - ჩვენ nos [nuʃ] - ჩვენ (პირდაპირი/ირიბი დამატება) nos [nuʃ] - "-ებში" (em+os= nos).

გრაფიკული მახვილის გამოიყენება ბრაზილიაში და პორტუგალიაში განსხვავდება:

  • შედარებისთვის:
    • Brasil: Antônio Portugal: António
    • Brasil: compramos (pret. simp.) - ვიყიდეთ Portugal: comprámos (pret. simp.) - ვიყიდეთ

c და t-ს კომბინაცია:

  • შედარებისთვის:
    • Brasil: ato Portugal: acto
    • Brasil: seleção Portugal: seleão
    • Brasil: atual Portugal: actual

qu და gu e-ს და i-ს წინ, როდესაც u (qu და gu-ში) წარმოითქმის:

  • შედარებისთვის:
    • Brasil: tranqüilizar Portugal: tranquilizar
    • Brasil: freqüentemente Portugal: frequentemente

[რედაქტირება] გრამატიკა

გრამატიკაში შემდეგი განსხვავებებია:

  • პირის ნაცვალსახელები (შენიშვნა!!!"მე/ჩვენ,შენ/თქვენ" - არ არიან პირის ნაცვალსახელები, არამედ ჩვენებითი სიტყვები. ისინი აჩვენებენ მოსაუბრეს და მსმენელს):
    • Brasil: eu - მე, você - შენ, ele - ის (მამრ. სქ.), ela - ის (მდედ. სქ.), o senhor - თქვენ (მამრ. სქ. თავაზიანი ფორმა), a senhora - თქვენ (მდედ. სქ. თავაზიანი ფორმა), nós/a gente - ჩვენ, vocês - თქვენ, eles - ისინი (მამრ. სქ. მრ. რიც.), elas - ისინი (მდედ. სქ.მრ. რიც.), os senhores - თქვენ (მამრ. სქ. თავაზიანი ფორმა, მრ. რიც.), as senhoras - თქვენ (მდედ. სქ. თავაზიანი ფორმა, მრ. რიც.)
    • Portugal: eu - მე, tu - შენ, ele - ის (მამრ. სქ.), ela - ის (მდედ. სქ.), você - თქვენ (თავაზიანი ფორმა), nós - ჩვენ, vocês - თქვენ

შედარებისთვის:

  • ყოფნა ზმნის ser უღლება:
    • Brasil === Portugal

eu sou - მე ვარ === eu sou - მე ვარ

você é - შენ ხარ === tu és - შენ ხარ

ele/ela é - ის არის === ele/ela é - ის არის

o senhor/a senhora é - თქვენ ხართ === você é - თქვენ ხართ

nós somos/a gente é - ჩვენ ვართ === nós somos - ჩვენ ვართ

vocês são - თქვენ ხართ === vocês são - თქვენ ხართ

eles/elas são - ისინი არიან === eles/elas são - ისინი არიან

os senhores/as senhoras são - თქვენ ხართ

  • ინფინიტიური კოსტრუქცია განგრძობითი მოქმედების გამოსახატავად:

Brasil: estar + infinitivo Portugal: estar a + infinitivo:

    • Brasil: Estou assistindo ao jogo de futebol na televisão. Portugal: Estou a assistir ao jogo de futebol na televisão. - ფეხბურთის თამაშს ვუყურებ (ამ წუთში) ტელევიზორში.

[რედაქტირება] ლექსიკა

ბრაზილიური პორტუგალიურის ლექსიკა , ევროპულ პორტუგალიურთან შედარებით, შეიცავს სიტყვებს:

  • ბრაზილიის ტერიტორიაზე მცხოვრები ინდიელთა ენებიდან :
    • ipiranga - (Tupi-guarani): "i" - მდინარე, "piranga" - წითელი
    • ipanema - (Tupi-guarani): "i" - მდინარე, "panema" - ამღვრეული
    • iguaçu - (Tupi-guarani): "i" - მდინარე, "guaçu" - დიდი
  • აფრიკიდან შემოყვანილი შავკანიანების ენებიდან, ეგრედწოდებული - აფრობრაზილიური სიტყვები:
    • samba, xangó, axé და ა.შ.

სიტყვათა მნიშვნელობა ბრაზილიურ და ევროპულ პორტუგალიურში სხვადასხვაა:

მნიშვნელობა ბრაზ. პორტუგალიური პორტუგალიური
საპირფარეშო banheiro casa de banho
ანანასი abacaxi ananás
გოლი gol golo
ჟაკეტი jaqueta blusão
ავტობუსი ônibus autocarro

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Hueber (2005): Großer Lernwortschatz, Portuguiesisch, Max Hueber Verlag, Ismaning(ჰუებერი (2005): დიდი ლექსიკა სწავლისთვის, პორტუგალიური, მაქს ჰუებერის ფერლაგი,იზმანინგი)
  • Aurélio Buarque De Holanda Ferreira (2002): mini Aurélio Século XXI: o minidicionário da língua portuguesa, editora nova fronteira, Rio de Janeiro აურელიუ ბუარკი დი ოლანდა ფერეირა (2002): მინი აურელიუ ოცდამეორე საუკუნე: პორტუგალიური ენის მინი ლექსიკონი, ედიტორა ნოვა ფრონტეირა, რიო დე ჟანეირო
  • Deolinda Monteiro, Beatriz Pessoa (2002): guia prático dos verbos portugueses, lidel, Lisboa (დეოლინდა მონტეირუ, ბეატრიშ პესოა (2002): პორტუგალიურ ზმნათა პრაქტიკული სახელმძღვანელო, ლიდელი, ლისაბონი

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ვებ გვერდები


karta gry24h.pl - darmowe filmy Koszulki Radio disco polo Producenci kawy Narty Włochy opisy gg. opisy na gg, opisy Panorama Biznesu Cytaty Pozycjonowanie stron www Ogloszenia agencja reklamowa kraków Życzenia ślubne kuchnie do zabudowy transport warszawa kick koparki Bułgaria wczasy Karaoke tani kredyt hipoteczny COOLsurf