ბიოლოგია
ბიოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ არსებათა აგებულებას, ფუნქციებს, გავრცელებას, წარმოშობას, განვითარებას, კავშირს ერთმანეთთან და არაცოცხალ ბუნებასთან. იგი მოიცავს სიცოცხლის შემსწავლელ მრავალ სხვა მეცნიერებას. ბიოლოგიის კვლევის მთავარი მეთოდებია: დაკვირვება, აღწერა, შედარება და ექსპერიმენტი. კვლევის შედეგები განიხილება ცოცხალ არსებათა ისტორიული ნათესაობისა და განვითარების თვალსაზრისით. ბიოლოგიის მიერ დადგენილ ფაქტებს და კანონზომიერებებს იყენებს მედიცინა, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგები.
ტერმინი "ბიოლოგია" მიღებულია ბერძნული სიტყვებისაგან: βίος (bios) – "სიცოცხლე" და λόγος (logos) – "მოძღვრება". ეს ტერმინი პირველად 1802 წელს შემოიღეს ფრანგმა მეცნიერმა ჟ.ბ.ლამარკმა და გერმანელმა მეცნიერმა გ.რ.ტრევინარიუსმა.
[რედაქტირება] ბიოლოგიურ მეცნიერებათა სისტემა
ანატომია — ბოტანიკა — გენეტიკა — ეკოლოგია — ემბრიოლოგია — ვირუსოლოგია — ზოოლოგია — მიკრობიოლოგია — პალეონტოლოგია — ფიზიოლოგია — ციტოლოგია — ჰისტოლოგია
[რედაქტირება] მეცნიერებათაშორისი დისციპლინები
ბიოგეოგრაფია — ბიოინჟინერია — ბიონიკა — ბიოკიბერნეტიკა — ბიოტექნოლოგია — ბიოფიზიკა — კოსმოსური ბიოლოგია
[რედაქტირება] დაკავშირებული მეცნიერებები
ანთროპოლოგია — ნიადაგმცოდნეობა
ბიოლოგიური ცოდნის საწყისებს ვხვდებით ძველი ცივილიზაციების მოაზროვნეთა და მკურნალთა თხზულებებში, მათ შორის: ჰიპოკრატესთან, არისტოტელესთან და სხვ. შუა საუკუნეებში ბიოლოგიის განვითარება შეფერხდა, თუმცა უკვე მე–16-17 საუკუნეების მკვლევარებმა დიდძალი მასალა დააგროვეს ორგანიზმების აგებულების შესახებ.
იხ. სრული ტექსტი.
[რედაქტირება] ბიოლოგიის საერთო ცნებები და ტერმინები
ერთუჯრედიანი ორგანიზმი — ვირუსი — მიკროორგანიზმი — მცენარე — ცხოველი
ბიოსფერო — ბუნებრივი შერჩევა — გარემო — გენი — დნმ — ევოლუცია — ეკოსისტემა — ორგანიზმი — რეპროდუქცია — სახეობა — სიცოცხლე — უჯრედი
[რედაქტირება] გამოჩენილი ბიოლოგები
არისტოტელე - ბერნარი, კლოდ - ბიუფონი, ჟორჟ ლუი ლეკლერკ - ბროუნი, რობერტ - გალენი - დარვინი, ჩარლზ - ვეზალიუსი - ვოლფი, კასპარ ფრიდრიხ - კიუვიე, ჟორჟ - ლამარკი, ჟან ბატისტ - ლევენჰუკი, ანტონი ვან - ლინეი, კარლ - ლორენცი, კონრად - მენდელი, გრეგორ - ილია მეჩნიკოვი - პავლოვი, ივან - პასტერი, ლუი - ფრიში, კარლ ფონ - ჰარვეი, უილიამ - ჰუმბოლდტი, ალექსანდერ ფონ
იხ. სრული ნუსხა.
[რედაქტირება] ბიოლოგიური დაწესებულებები
[რედაქტირება] ქართული რესურსები ინტერნეტში
|