|
|
ბერძნული ენა
ბერძნული ენა (Ελληνικά, IPA [e̞ˌliniˈka] — "ჰელენური") – ბერძნებისა და კვიპროსელების მშობლიური ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ბერძნულ ჯგუფს და დოკუმენტური არსებობის 3.500 წელს ითვლის. ძირითადად გავრცელებულია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მიმდებარე კუნძულებზე და ასევე ნაწილობრივ ბულგარეთში, ალბანეთსა და თურქეთში.
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: < 15 მლნ ადამიანი
- ენის კოდი: el
- სახელწოდება: el Ellēniki; en Greek; eo Greka
- დამწერლობა: ბერძნული
[რედაქტირება] განასხვავებენ ბერძნული ენის ფორმებს:
- ძველი ბერძნული - მკვდარი ენაა, ცნობილია ძვ. წ. X ს-დან ახ. წ. V ს-მდე. უძველესი ძეგლები არსებობს ძვ.წ. IX ს-დან: ჰომეროსის პოემები, ეპიგრაფიკა. IV ს-ში შეიქმნა საერთო ლიტერატურული ენა კოინე ატიკური დიალექტის საფუძველზე.
- საშუალო ბერძნული ანუ ბიზანტიური - მკვდარი ენაა, ბიზანტიის სახელმწიფოს ენა პირველი საუკუნეებიდან XV ს-მდე.
- ახალი ბერძნული - ცნობილია XV-XVI საუკუნეებიდან.
ოფიციალური ენა:
- კვიპროსი - თურქულთან ერთად.
- საბერძნეთი
- ევროპის კავშირი
გავრცელების არეალი:
- ალბანეთი - სამხრეთი ნაწილი, იტალია - სამხრეთი ნაწილი, ეგვიპტე, თურქეთი, საქართველო, ევროპისა და ამერიკის ქვეყნები.
...
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა: Geia sou; Geia sas
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება: Kalos orisate; Chaire
- გმადლობთ: Efcharisto; Efharisto poli
- კი / არა: Ne / Ochi
- გეთაყვა: Parakalo
- ნახვამდის: Khairete; Andio sas
რიცხვები
- 1 - ena, 2 - dío, 3 - tría, 4 - tessera, 5 - pente, 6 - oksi, 7 - epto, 8 - októ, 9 - ennea, 10 - deka
|