|
|
ბაქო
კოორდ.: 41° 01' 52 N 21° 20' 25 E
ბაქო (აზერბ. Bakı, ბაქი - ქარიანი ადგილი) აზერბაიჯანის დედაქალაქი, მდებარეობს კასპიის ზღვის აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, კოორდინატებით 40°23′N 49°52′E. თანამედროვე ბაქო სამი ნაწილისგან შედგება: ძველი ქალაქი (İçəri Şəhər), კოლონიური ნაწილი და საბჭოთა პერიოდში აშენებული ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2003 წლის მონაცემებით იყო 1.9 მილიონი, აგლომერაციაში 3 მილიონამდე ადამიანი სახლობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით.
ბაქო პირველად V საუკუნის წყაროებში იხსენიება. IX-X საუკუნეებში მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან არაბი გეოგრაფები (ალ-ისტახი, ალ-მასუდი, ალ-მუკადასი). აქ უკვე მაშინ იღებდნენ ნავთობს. XII საუკუნის II ნახევარში ბაქო ერთხანს შირვანის სახელმწიფოს პოლიტიკური ცენტრი იყო. XII-XV საუკუნეებში ბაქოდან ნავთობი გაჯქონდათ აღმოსავლეთ ქვეყნებში. ბაქო მნიშვნელოვანი სავაჭრო ნავსადგური იყო. XV-XVI საუკუნეებში ამიერკავკასიაში ერთ-ერთ შეუვალ ციხესიმაგრედ ითვლებოდა. 1540 წელს ბაქო სეფიანთა ჯარებმა დაიკავეს. XVI საუკუნის 80-იან წლებში ოსმალეთი ფლობდა. 1604 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა ციხესიმაგრე დაანგრია, მაგრამ მალე ისევ აღადგინა. XVII საუკუნეში ბაქო მნიშვნელოვანი ქალაქი იყო.
ქალაქის ხედი "მთის პარკიდან"
|
|
|
ზღვის ხედი "მთის პარკიდან"
|
|
|
აბანოები და ძველი ბაზრის მოედანი ქალწულის კოშკიდან
|
ძველი ქალაქის ხედი ქალწულის კოშკიდან
|
ძველი ქალაქის ხედი ქალწულის კოშკიდან
|
ბულვარის და ზღვის ხედი ქალწულის კოშკიდან
|
|
აზიის დედაქალაქები |
| ცენტრალური აზია |
ასტანა, ყაზახეთი · ბიშკეკი, ყირგიზეთი · დუშანბე, ტაჯიკეთი · აშხაბადი, თურქმენეთი · ტაშკენტი, უზბეკეთი |
| აღმოსავლეთი აზია |
პეკინი, ჩინეთი · ტაიბეი, ჩინეთის რესპუბლიკა (ტაივანი) · ტოკიო, იაპონია · ფხენიანი, ჩრდ. კორეა · სეული, სამხ. კორეა · ულან-ბატორი, მონღოლეთი |
| სამხრეთი აზია |
დაკა, ბანგლადეში · თიმფუ, ბჰუტანი · ნიუ-დელი, ინდოეთი · მალე, მალდივის კუნძულები · კატმანდუ, ნეპალი · ისლამაბადი, პაკისტანი · კოლომბო, შრი-ლანკა |
| სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია |
ბანდარ-სერი-ბეგავანი, ბრუნეი · ნაიფიიდო, მიანმარი · პნომ-პენი, კამბოჯა · დილი, აღმოსავლეთი ტიმორი · ჯაკარტა, ინდონეზია · ვიენტიანი, ლაოსი · კუალა-ლუმპური (ოფიციალური) და პუტრაჯაია (ადმინისტრაციული), მალაიზია · მანილა, ფილიპინები · სინგაპური, სინგაპური · ბანგკოკი, ტაილანდი · ჰანოი, ვიეტნამი |
| სამხრეთ-დასავლეთი აზია |
ქაბული, ავღანეთი · ერევანი, სომხეთი · ბაქო, აზერბაიჯანი · მანამა, ბაჰრეინი · ნიქოზია, კვიპროსი · თბილისი,საქართველო · თეირანი, ირანი · ბაღდადი, ერაყი · იერუსალიმი, ისრაელი · ამანი, იორდანია · ელ-ქუვეითი, ქუვეითი · ბეირუთი, ლიბანი · მასკატი, ომანი · დოჰა, კატარი · ერ-რიადი, საუდის არაბეთი · დამასკო, სირია · ანკარა, თურქეთი · აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები · სანა, იემენი |
|