|
ინსტრუმენტებისხვა ენებზე
|
არისტოტელეარისტოტელე (ბერძნ. Αριστοτέλης), დაბადების ადგილის, სტაგირის მიხედვით ასევე მოიხსენიებენ სტაგირიტის (* ძვ. წ. 384, სტაგირა, მაკედონია ― † ძვ. წ. 322, ქალკიდა), ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსი და მეცნიერი, მეცნიერ-ენციკლოპედისტი. პლატონის მოსწავლე, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი ძვ. წ. 343 -დან, ძვ. წ. 335 ათენში დააარსა ლიცეუმი (ლიკეიონი), რომელიც ცნობილია პერიპატეტიკური სკოლის სახელით. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ არისტოტელე გაეცალა ანტიმაკედონურ მოძრაობას, გადასახლდა ვებეაზე ქ. ქალკიდაში, სადაც მალე გარდაიცვალა. არისტოტელეს ნაშრომთა სრული კრებული ბერძნულად გამოსცა ალდუს მანუციუსმა ვენეციაში 1491-1498. უახლესია მ. ბეკერის გამოცემა 1831-1870. არისტოტელეს ნაშრომთა ციტირება მიღებულია ამ გამოცემის მიხედვით. ფორმალური ლოგიკის შემქმნელი. [რედაქტირება] არისტოტელეს ფილოსოფიაარისტოტელე, მთელს ცოდნას ყოფდა სამ ნაწილად: თორიულად (ფიზიკა და მეტაფიზიკა), პრაქტიკულად (ეტიკა და პოლიტიკა) და პოეთიკურად (ხელობები).
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|