|
ინსტრუმენტები |
ანტიკური ხანაანტიკური ხანა (ლათ. antiquus — სიძველე, ასევე კლასიკური პერიოდი) — საზოგადოებრივი ცნობიერების, რელიგიის, მითოლოგიის, ფილოსოფიის, მეცნიერებათა ხელოვნების და სხვ. ისტორიული ფორმების ერთობლიობა წინა აზიის, ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის ქვეყნებში ძვ. წ. 1000 წლიდან ახ. წ. 500 წლამდე. იმდენად, რამდენადაც ანტიკური ხანა ადამიანთა ისტორიის საკმაოდ ვრცელ პერიოდს მოიცავს, მას რამდენიმე ეტაპად ყოფენ. ტრადიციულად ანტიკური ხანა იწყება ჰომეროსის ადრეული ბერძნული პოეზიიდან (ძვ. წ. VIII ს.) და გრძელდება ქრისტიანობის აღმავლობამდე და რომის იმპერიის დაცემამდე (V საუკუნე). შემდეგ მას თანდათან ცვლის ადრეული შუასაუკუნეების ხანა (ა.წ. 500-1000 წწ.) ძველი საბერძნეთის ცივილიზაცია უდიდეს გავლენას ახდენს თანამედროვე სამყაროს ენაზე, პოლიტიკაზე, განათლების სისტემებზე, ფილოსოფიაზე, მეცნიერებაზე, ხელოვნებაზე და არქიტექტურაზე, რაც შემდეგომში შთაგონების წყარო გახდა რენესანსისთვის დასავლეთ ევროპაში, უფრო გვიან კი XVIII-XIX სს. ნეოკლასიკურ აღორძინებაში. |